წვნიანი და არომატული ხორცის რულეტი ლავაშში. თუ ცოტა ფარში შემოგრჩათ, გაეშურეთ სამზარეულოსკენ

2070

თუ სიტყვა “ფარშის” მოსმენისას თავში აზრად მხოლოდ კოტლეტები ან ხორციანი მაკარონი მოგდით, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ საკუთარი კულინარიული ჰორიზონტების გაფართოებაში. რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, საკმაოდ მარტივია, ხოლო კერძი, რომელსაც შედეგად მიიღებთ – ძალიან გემრიელი, არომატული და საოცრად ნოყიერი.

ხორცის რულეტი ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 2 ლავაში
  • 300 გრამი ღორის ფარში
  • 1 სტაფილო
  • 200 გრამი ხმელი ყველი
  • 3 თავი ხახვი
  • 6 ს.კ. არაჟანი
  • 1 ს.კ. მდოგვი
  • ქინძი და ოხრახუში გემოვნების მიხედვით
  • მარილი
  • პილპილი

მომზადება: 

1. გაასუვთავეთ ხახვი და კარგად გარეცხეთ სტაფილო. ხახვი დააქუცმაცეთ დანით, ხოლო სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე. ორივე ბოსტნეული ერთად მოთუშეთ ტაფაზე.

2. დაამატეთ ბოსტნეულს ფარში, დაქუცმაცებული მწვანილი, მარილი, პილპილი. დატოვეთ კერძი ცეცხლზე ფარშის სრულ მომზადებამდე. პერიოდულად კარგად ამოურიეთ.

3. გახეხეთ ყველი. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთში არაჟანი და მდოგვი.

4. გაშალეთ 2 ლავაში მაგიდაზე. გაანაწილეთ მათზე გახეხილი ყველი და მომზადებული ფარში თანაბარი რაოდენობით.

5. შიგთავსს დაამატეთ არაჟნისა და მდოგვის ნარევი, თუმცა აუცილებლად შეინახეთ ეს სოუსი მცირე რაოდენობით, რათა გამოსაცხობად გამზადებულ ლავაშს ზემოდან წაუსვათ ის.

6. ფრთხილად დაახვიეთ ლავაში, მოათავსეთ საცხობ ფორმაში და წაუსვით ზემოდან შემონახული სოუსი. 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ კერძი 25-30 წუთით.

7. ხორცის უგემრიელესი რულეტი მზად არის! დაჭერით ის სასურველ ულუფაზე და გაუმასპინძლდით სტუმრებს. მისი არომატითა და გემოთი ყველა სასიამოვნოდ მოხიბლული დარჩება.