ზაფხულში ყაბაყისგან მომზადებული კერძების დროა – დამატებას აუცილებლად მოგთხოვენ სტუმრები

768

არ გიყვართ ყაბაყი? მაშინ თქვენ მისი მომზადება არ იცით))

ყაბაყისგან მე ვამზადებ უგემრიელეს პიცას და ცხობილებს.

დღეს მინდა კატლეტები მოვამზადო, რომელიც თქვენი ფიგურისთვის ძალიან სასარგებლოა.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ფილე
  • 1 ყაბაყი
  • 1 კვერცხი
  • 2 კბილი ნიორი
  • ოხრახუში
  • 1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

გააშრეთ ფილე ქაღალდის ხელსახოცით. დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი.

ყაბაყიც გარეცხეთ და გააშრეთ. გახეხეთ მსხვილად და გამოწურეთ.

დააქუცმაცეთ ოხრახუში. შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი მწვანილი.

არ დაგავიწყდეთ ნივრის დაჭყლეტა ან დაქუცმაცება. ღრმა ჯამში მოათავსეთ ფარში , ყაბაყი, მწვანილი, სახამებელი და ნიორი. ჩატეხეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ მარლი და წიწაკა. კარგად მოურიეთ.

მიეცით კატლეტების ფორმა ფარშს და დაიწყეთ ზეთში შეწვა. მზა კატლეტები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

გემრიელად მიირთვით!