ყველაზე გემრიელი და პოპულარული ხორცის ფაჰიტასი

2461

ფაჰიტასი – გრილზე შემწვარი დამარინადებული  ხორცი პურის ან სიმინდის ტორტილებით. მექსიკურ -ტექსასური კერძია. უხდება არაჟანი, გახეხილი ყველი, წითელი ხახვი, სალსა, გუაკამოლე.

გუაკამოლეს სოუსი – მზადდება ავოკადოსგან. აზავებენ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვით, მარილით, წიწაკით. ზომიერად აწურავენ ლიმონისა და პამიდვრის წვენს.

ახლა კი შევუდგეთ ფაჰიტასის მომზადებას

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ საქონლის სუკი
  • 75 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ხმელი წიწაკა
  • 2 ჩ.კ. ხმელი ქინძი
  • 2 ჩ.კ. ხმელი ძირა
  • მარილი, შავი პილპილი
  • 16 ხორბლის ფქვილის ტორტილია
  • 2 წითელი  ბულგარული წიწაკა
  • 2 ყვითელი ბულგარული წიწაკა
  • 12 თეთრი სოკო
  • 50 გ ქორფა ქინძი
  • არაჟანი, ყველი, ხახვი, პამიდვრის სალსა, გუაკამოლე

მომზადების წესი:

  1. 3 ს.კ. ზეთი წვრილად დაჭრილი ნიორი, წიწაკა, ქინძი, ძირა, მარილი, ახალდაფქული შავი პილპილი კარგად აურიეთ.
  2. მოასხით დაჭრილ ხორცს, მჭიდროდ  დაახურეთ და მაცივარში 2 სთ-ით ან მთელი ღამით დატოვეთ.
  3. ხორცისა და ბოსტნეულის შეწვამდე, ტორტილები ფოლგაში შეახვიეთ და ღუმელში შეათბეთ.
  4. გრძლად დაჭრული ბულგარული წიწაკა და თხლად დაჭრილი სოკო გრილის ცხელ ტაფაზე დაალაგეთ, მოასხით მორჩენილი ზეთი, შეაზავეთ მარილით, შავი პილპილით. ტაფაზე გადაიტანეთ ხორციც მარინადთან ერთად. შეწვით 5-10 წთ. ხშირად არხიეთ ტაფა.
  5. მომზადებული კერძი შემთბარ ტორტილებზე მოათავსეთ. წვრილად დაჭრილი ქინძი, წითელი ხახვი, გახეხილი ყველი მოაყარეთ, არაჟანი, პამიდვრის სალსა და გუაკამოლე მოასხით.
  6. გადაახვიეთ. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.