ზარმაცი ლაზანია ქათმით

818

იტალიური სამზარეულო ჩემთვის გამოცანაა. ვერ ვიხენებ ისეთ კერძს, რომელსაც იტალიელები ცომის გარეშე ამზადებენ. მაგრამ ამას ზალიან დიდი დრო სჭირდება. მე გავამარტივე და ცომი მაკარონით ჩავანაცვლე, შედეგი საოცარია და თან ძალიან სწრაფად მზადებადია.

ინგრედიენტები

  • ხახვი 1 ცალი
  • ქათმის ფილე 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 2 ცალი
  • პომიდვრის პასტა 1 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • მაკარონი 500გ
  • შავი წიწაკა, პაპრიკა, ძირა
  • პარმეზანი
  • რძე 1ლ
  • ხორბლის ფქვილი 100გ
  • კარაქი 100გ
  • მარილი
  • ნიგოზი

მომზადება

1.პირველ რიგში ნახევრად მოხარშეთ მაკარონი. დაჭერით ხახვი კუბიკებად.

2.ხახვი და ნიორი მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ ქათმის ფილე. რამდენიმე წუთის შემდეგ დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. მოურიეთ.

3.დაუმატეთ პომიდვრის პასტა, წიწაკა და პაპრიკა. მოურიეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ დაუმატეთ ძირა, ისევ მოურიეთ. მოამზადეთ ქათამი ნახევრად.

4.ახლა კი მოვამზადოთ ბეშამელი. გაალღვეთ ტაფაზე კარაქი. მოაყარეთ ფქვილი. მოურიეთ. როცა მასა გახდება ერთგვაროვანი, მოასხით რძე.

5.ხშირად ურიეთ სოუსს. დაუმატეთ ნიგოზი, წიწაკა და მარილი.

6.მაკარონს დაუმატეთ ქათამი. ნახევარი მასა გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. მოასხით სოუსი, მოაყარეთ ყველი და გადაანაწილეთ დარჩენილი მაკარონი.

7.მოასხით სოუსი, კიდევ მოაყარეთ ყველი. გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!