ტოლმა კომბოსტოს ფოთოლში – კერძი, რომელიც მუდამ მოთხოვნადია

3925

ტოლმა ფართოდ გავრეცელებული კერძია, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოში. თბილისში ტოლმა ტრადიციული სუფრის აუცილებელ კერძს წარმოადგენდა.

ინგრედიენტები: 

  • 250გ საქონლის ხორცი
  • 250 გ ღორის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • ძირა
  • ხმელი ქონდარი
  • მარილი
  • წითელი წიწაკა
  • 2 ს.კ. ტომატპასტა
  • კომბოსტოს ფოთლები გადასახვევად

მომზადების წესი:

  1. კომბოსტოს ფოთლები ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში და მოვწალოთ. ლანგარზე ამოვიღოთ და გავაცივოთ.
  2. ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ხორცი, ხახვი, ნიორი და მწვანილები. დავუმატოთ ძირა, ქონდარი, წითელი წიწაკა და მარილი. ხელით კარგად ავზილოთ და გადავახვიოთ მოწალულ კომბოსტოს ფოთლებში.
  3. სქელძირიან ქვაბში ჩავაფინოთ რამდენიმე კომბოსტოს ფოთოლი, ჩავაწყოთ ტოლმა, ტომატპასტა გავხსნათ წყალში და დავასხათ ისე, რომ ბოლომდე ფარავდეს. ვხარშოთ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.

გაგვიზიარეთ გამოცდილება, თქვენ როგორ ამზადებთ ტოლმას…