წასახემსებელი სალათი ბრინჯით

667

ზამთარში ნოყიერი სალათები ყველას უყვარს. რა ჯობია ვიტამინებით გამდიდრებულ სალათს, როცა გარეთ ზამთრის სუსხი ბატონობს.

საახალწლო მაგიდაზეც დიდი პოპულარობით სარგებლობს ამტიპის სალათები.

ეს სალათი ამავდროულად გარნირიიცაა. ის ძალიან უხდება ფრანგულად მომზადებულ ხორცს, თევზს და მსგავს კერძებს.

ინგრედიენტები

  • პომიდორი 1კგ
  • სტაფილო 250გ
  • ბულგარული წიწაკა 250გ
  • ბრინჯი 125გ
  • ხახვი 250გ
  • ღვინის ძმარი 40მლ
  • მარილი 1 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 125გ

მომზადება

  1. მოამზადეთ ბოსტნეული: დაჭერით ხახვი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა. გახეხეთ სტაფილო.
  2. პომიდორი მოთუშეთ 10 წუთი საშუალო ცეცხზე. დაუმატეთ ბრინჯი, მარილი, შაქარი და მცენარეული ზეთი. მოურიეთ და მოხარშეთ 40 წუთი.
  3. გადმოიტანეთ ცეცხლიდან კერძი და დაუმატეთ ძმარი. მოურიეთ, მზად არის!

გემრიელად მიირთვით!