ტარტარის სოუსი არაჟანზე

1441

ფარნგული ცივი სოუსი ტარტარი ეჭვგარეშე ყველას უყვარს. მე დღეს ამ საოცრების განსხვავებულ ვარიანტს, ჩემს ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ.

ეს სოუსი ძალიან უხდება ხორცს, თევზს, კარტოფილს და ბოსტნეულს.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 2 ცალი
  • მწყერის კვერცხი 4 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 0,5 სუფრის კოვზი
  • მწნილი კიტრი 2 ცალი
  • დიჟონური მდოგვი 1 სუფრის კოვზი
  • ლიმონის წვენი 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა, მწვანლი და მწვანე ხახვი

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი. გააგრილეთ, გაასუფთავეთ, განაცალკევეთ ცილა და გული. მოხარშულ გულს დაუმატეთ უმი მწყრის კვერცხის გული. დაუმატეთ მდოგვი და მოურიეთ.

2.ნელ-ნელა ჩაასხით ზეთი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, გახეხილი ცილა, კამა და ხახვი.

3.მოასხით არაჟანი, ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!