მეგობარმა საბერძნეთიდან ტეფტელის რეცეპტი ჩამოიტანა. ასე გემრიელად არასდროს მივახშმია

2137

რამდენიმე წლის წინ ჩემი ბავშვობის მეგობარი თავის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად საბერძნეთში გადავიდა. ის ძალიან კარგად გაეცნო ბერძნულ სამზარეულოს და მარტივად ისწავლა სხვადასხვა ადგილობრივი უგემრიელესი კერძებისა და დელიკატესების მომზადება. დედის სანახავად უკან გარკვეული პერიოდით დაბრუნებულმა, ყველა მეგობარი სტუმრად მიგვიწვია და ბერძნული სამზარეულოს არაერთი ღირსშესანიშნაობითაც გაგვიმასპინძლდა. ერთ-ერთმა კერძმა, რომელსაც ტეფტელის სახელწოდებით ვიცნობთ, ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინვე ფურცელი და კალამი მოვიმარჯვე რეცეპტის ჩასაწერად. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ რეცეპტს გიზიარებთ.

ტეფტელი ყაბაყით ბერძნულად

ინგრედიენტები:

  • 600 გრამი ფარში
  • 2 კვერცხი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ყაბაყი
  • 3 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. პომიდვრის სოუსი
  • 3 ს.კ. დაფქული სუხარი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

1. ყაბაყი გახეხეთ წვრილ სახეხზე, დააქუცმაცეთ ხახვი და ნიორი. დამუშავებული ბოსტნეული შუერიეთ ფარშში, დაამატეთ სუხარი, პომიდვრის სოუსი, კვერცხი, მარილი და სანელებლები. კარგად ამოურიეთ.

2. მიღებული მასისგან შეკარით თანაბარი ზომის ბურთები და განათავსეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც წინასწარ აუცილებლად უნდა შეაზილოთ მცირეოდენი მცენარეული ზეთი.

3. შედგით ის კარგად გაცხელებულ ღუმელში 20-30 წუთით. უგემრიელესი ტეფტელი მზად არის!

გარდა იმისა, რომ ბერძნული სამზარეულოს საამაყო ხორცის ეს ბურთები საოცრად გემრიელია, მათი დამზადება მინიმალურ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. აუცილებლად გაუმასპინძლდით ამ არომატული კერძით მეგობრებს და გაუზიარეთ მათ ეს სტატია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!