სალათი “სენიორ პომიდორი” სოკოთი

629

მთელი ზაფხულ ველოდი მაიონეზიანი სალათების სეზონს. იმის მიუხედავად, რომ ეს სალათები არ გამოირჩევა სიჯანსაღით და სიმსუბუქით, მაინ ძალიან მიყვარს. დედაჩემი მათ ყოველ დღესასწაულზე ამზადებდა დიდი სიამაყით.

ეს სალათი ჩემი ფავორიტი იყო ბავშვობიდან და დღემდე ასეა.

ინგრედიენტები

  • ლორი 300გ
  • დამარინადებული სოკო 300გ
  • კვერცხი3 ცალი
  • ყველი 150გ
  • პომიდორი 4 ცალი
  • მაიონეზი 100გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.მე ვიყენებ ქათმის ლორს, ჩემი აზრით ის უფრო ნაზი და არომატულია.

2.მოხარშეთ კვერცხი, გააგრილეთ და გაასუფთავთ. განაცალკევეთ გული და ცილა. ცალ-ცალკე გახეხეთ.

პომიდორი, სოკო და ლორტი დაჭერით კუბიკებად.

3.ყველი გახეხეთ. დაიწყეთ სალათის აწყობა. პირველ ფენად გამოიყენეთ ლორი, შემდეგ მაიონეზი და სოკო.

4.სოკოს შემდეგ მაიონეზი, გული, ცილა, მაიონეზი და ყველი.

5.ყველზე მოათავსეთ პომიდორი.

შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!