ნეოპოლიტანური ცხობილა. იტალიური სამზარეულოს მოყვარულთათვის

841

თუ იტალიური სამზარეულო გიყვართ, მაშინ ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ.

ეს არის ლაზანია მაკარონით, რომელიც არანაკლებ გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 500გ მაკარონი
  • 700გ ფარში
  • 1 ხახვი
  • 1 ტკბილი წითელი წიწაკა
  • 2 სუფრის კოვზი პომიდვრის პასტა
  • 30მლ წითელი მშრალი ღვინო
  • 150გ ყველი
  • 400მლ რძე
  • 2 სუფრის კოვზი კარაქი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • მარილი, წიწაკა, სანელებლები, მწვანილები

მომზადება

  1. წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ. 2 წუთის შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი წიწაკა, ხოლო 2-3 წუთის შედეგ ფარში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა, სანელებლები და შეწვით 10 წუთი.
  2. მოასხით ღვინო. შეწვით სითხის აორთქლებამდე.
  3. მოაყარეთ მწვანილი და პომიდვრის პასტა. მოურიეთ და დაელოდეთ ცოტახანი.
  4. მოამზადეთ სოუსი ბეშამელი. გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ. ჩაასხით რძე, როცა მასა წამოდუღედება გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  5. მოამზადეთ გამოსაცხობი ფორმა. პირველი ფენა – მაკარონი, შემდეგ სოუსი, ფარში ტომატში, მაკარონი და დარჩენილი სოუსი.
  6. მოაყარეთ გახეხილი ყველი და გამოაცხვეთ 30 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!