დაწეწილი ღორის ხორცი კონსერვირებულ ლობიოსთან ერთად

651

დაწეწილი ღორის ხორცი – კერძი, რომელიც ამერიკიდან მოდის. რათქმაუნდა სანამ ეს კერზი შეიქმნებოდა, მანამდეც ამზადებდნენ ღორის ხორცს, მაგრამ ამრეკის შეერთებულ შტატებს ეკუთვნის ამ რეცეპტებისა და მეთოდების 99,9%.

ამ რეცეპტით მომზადებული ღორის ხორცი ქათმისაზე ნაზი და ფაფუკია.

მწარე სოუსსა და ხორცს ნამდვილად არაფერი ჯობს!

ინგრედიენტები

  • ღორის ხორცი 1კგ
  • ძირა გეოვნებით
  • ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • პომიდვრის სოუსი 400გ
  • წყალი 200მლ
  • მარილი გემოვნებით
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • წითელი ხახვი 1 ცალი
  • წითელი დაფქული წიწაკა 2 სუფრის კოვზი
  • მდოგვი 1 სუფრის კოვზი
  • დაკონსერვებული ლობიო 600გ

მომზადება

  1. ღორის ხორცს მოაშორეთ ცხიმი, დაამუშავეთ მარილით და შეწვით ზეთში.
  2. იმავე ქვაბში მოთუშეთ შემწვარი ხახვი. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, წითელი წიწაკა, პომიდვრის პასტა, მდოგვი, შაქარი, 200მლ წყალი და ძირა.
  3. წამოადუღეთ სოუსი, მასში მოათავსეთ ღორის ხორცი. დააფარეთ თავსაფარი და გამოაცხეთ ღუმელში 160 გრადუსზე 3 საათი.
  4. ჩანგლების მეშვეობით დაწეწეთ ხორცი.
  5. დაუმატეთ ნიორი, მოურიეთ და გამოაცხეთ 160 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!