ტოლმა პომიდვრისა და არაჟნის სოუსში

1119

ტოლმა ყველას ძალიან უყვარს!

ინგრედიენტები

  • კომბოსტო
  • 500გ ფარში
  • 100გ ბრინჯი
  • 150გ ხახვი
  • 150გ სტაფილო
  • მარილი, წიწაკა, მცენარეული ზეთი
  • 300გ არაჟანი
  • 300გ პომიდვრის პასტა
  • 2 კბილი ნიორი
  • მწვანილი

მომზადება

  1. ბრინჯი ნახევრად მოხარშეთ.
  2. კომბოსტოს მოახსენით ფოთლები. დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი და მოათავსეთ კომბოსტოს ფოთლები 2-3 წუთი. გააგრილეთ ფოთლები.
  3. დააქუცმაცეთ ხახვი, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ სტაფილო და მოთუშეთ.
  4. ფარშს დაუმატეთ ბრინჯი, დაუმატეთ ხახვი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  5. კომბოსტოს ფურცელზე მოათავსეთ შიგთავსი, დაახვიეთ რულეტისებირად.
  6. სოუსისთვის ჯამში მოათავსეთ პომიდვრის პასტა, არაჟანი და დაჭყლეტილი ნიორი. მოაყარეთ მარილი და მოურიეთ.
  7. ტაფაზე დაასხით ზეთი, შეწვით ტოლმა ზემოთა მხრიდან. დაუმატეთ სოუსი და წყალი, ისე რომ დაიფაროს კერძი.
  8. მოთშეთ თავდახურულად 35-40 წუთი. მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!