ზარმაცი ვარენიკი და როგორ ამზადებენ მას დასავლეთ უკრაინაში

1242

უკრაინული სამზარეულო ფქვილიანი კერძების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა: ვარენიკები, პამპუშკები, ღვეზელები, გალუშკები და ა.შ.. გუფთის მომზადებასაც იგივე ბედი ეწია, თუმცა მას ძირითადად მოხარშული კარტოფილიდან აკეთებენ, ოღონდ ცოტა ფქვილის დამატებით. მის გარეშე როგორ?

რთული გასაგები არაა, რომ გახდომის მსურველებს ყოველდღე ასეთი კერძების მიღება არ შეეფერებათ. თუ სხვა სლავურ სამზარეულოს გადახედავთ, სწრაფად მიხვდებით: ეს წონაში დასაკლებად კი არა, გემოსთვისაა. ნოყიერი, გემრიელი და საკმაოდ ბიუჯეტური – ყველაფერი ამ სამ ვეშაპს ეყრდნობა.

გუფთების მომზადება

ინგრედიენტები:

  • 5 კარტოფილი
  • კვერცხი
  • 50 გრ ხაჭო
  • მარილი, წიწაკა
  • 80 გრ ფქვილი
  • 2-3 ს/კ არაჟანი (25%)
  • ხახვი
  • მარილი

მომზადება:

1. კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ. როგორც კი მზად იქნება, წყალი გადაასხით, ხოლო კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

2. პიურეს მარილი, წიწაკა და 50 გრ ხაჭო დაუმატეთ, 1 კვერცხი ათქვიფეთ, 70 გრ გაცრილი ფქვილი მოაყარეთ. ხაჭო წინასწარ გახეხეთ. ინგრედიენტები აურიეთ და ცოტა ფქვილი დაუმატეთ, რომ ცომი არ დაიშალოს.

3. ახლა ცომიდან ერთი დიდი „ძეხვი“ გააკეთეთ.

4. ძეხვი პატარა ნაჭრებად დაჭერით და თითოეულს გუფთის ან „ჯოხის“ ფორმა მიეცით.

5. გუფთები მდუღარე წყალში 5 წუთით ხარშეთ. ქაფქირით ამოიღეთ და შესაბამის თასში გადაიტანეთ.

6. დაჭრილი ღორის ქონი მშრალ, ცხელ ტაფაზე დადეთ და მასში ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი შეწვით. როცა ნახრაკი მომზადდება, ხოლო ხახვი ოქროსფერი გახდება, ყველაფერი გუფთებს მოაყარეთ. აურიეთ და კონტრასტისთვის ცოტა არაჟანი დაუმატეთ. კერძი მზადაა.

სინამდვილეში კერძს სხვადასხვა ვარიანტით ამზადებენ: ზოგი გუფთებს მოთუშულ კომბოსტოს ან სოკოს სოუსს უმატებს. ასევე გირჩევთ გახეხილი ყველის გამოყენებას ან უბრალოდ ოხრახუში და კამა დიდი რაოდენობით დაუმატეთ. ვისაც როგორ მოწონს. ჩვენ ჩვენი ვარიანტი შემოგთავაზეთ.

კარტოფილიდან უამრავი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება: ეს პროდუქტი უნივერსალურია.