უჩვეულო ვარენიკები ზარმაცებისთვის, განსაკუთრებული რეცეპტით. მარტო ფერი რად ღირს

1764

განსაზღვრება: „რეცეპტი ზარმაცებისთვის“ არც თუ ისე სამართლიანია, როცა საქმე შინ მომზადებას ეხება. და მიუხედავად იმისა, რომ მომზადება იოლია, გარკვეულ ძალისხმევას მაინც მოითხოვს. ზარმაცები კი უბრალოდ ნახევარფაბრიკატებს ყიდულობენ და 2 წუთში კერძი მზადაა.

და მაინც, „ზარმაცების რეცეპტის“ ხსენებისას ყველამ იცის, თუ რაზეა საუბარი. ხაჭოს ცომი დახვეული ძეხვივით და დაჭრილი… ყველაზე მნიშვნელოვანია – ისე მოხარშოთ, რომ ერთმანეთს არ მიეკრას.

„გასტრონომიას“ ეს რეცეპტი ერთდროულად 2 სასარგებლო ინგრედიენტს გთავაზობთ: ხაჭოს და ვიტამინებით მდიდარ გოგრას. მოამზადეთ მეტი, გაყინეთ და საჭირო მომენტში ასიამოვნეთ ახლობლები.

ინგრედიენტები

  • 200 გრ გოგრა
  • 500 გრ ხაჭო
  • 3 ს.კ. მანანის ბურღული
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. დარიჩინი
  • 2 კვერცხის გული
  • 10 გრ კარაქი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. კვერცხს და გულს დაუმატეთ მარილი, ხაჭო, კარგად დაამუშავეთ მასა. გახეხეთ გოგრის რბილობი წვრილად, დაამატეთ შაქარი, დარიჩინი და კარგად მოურიეთ.

2. დაამატეთ ხაჭო, ფქვილი, მანანის ბურღული, მოზილეთ მაგარი ცომი, დააფარეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით. ამის შემდეგ შექმენით ძეხვის ფორმა და დაჭერით 2-სანტიმეტრიან ნაჭრებად.

3. 3 ლიტრი წყალი აადუღეთ ქვაბში, ჩაყარეთ მარილი.მოხარშეთ ვარენიკები და გადმოალაგეთ კარაქწასმულ თასში.

თუ ტკბილი ვარენიკები არ გსურთ, არ დაუმატოთ შაქარი და დარიჩინი, ჩაანაცვლეთ დაჭრილი ოხრახუშით და შავი პილპილით. დანამატად ხახვში მოთუშული სოკო შესანიშნავია. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!