თევზის სახლში შეწვა საკმაოდ რთულია, რადგან მისი წვის დროს გამოყოფილი შხეფების გამო მთელი სამზარეულოს დალაგება გვიწევს, ცალკე რობლემაა მთელს სახლში გავრცელებული შემწვარი თევზის სპეციფიური სუნიც. თუმცა როგორც აღმოჩნდა არსებობს ძალიან მარტივი მეთოდი რომელიც შხეფებისა და სუნისგან დაგვიცავს და თევზის მომზადებას გაცილებით უფრო იოლსა და კომფორტულს გახდის.
ამ შემთხვევაში თევზ მოივას შევწვავთ, თუმცა მეთოდი ნებისმიერი სახეობის თევზთან გამოგადგებათ!
ინგრედიენტები
- 800-900 გრამი მოივა
- 1-2 ცალი კარტოფილი
- 200-250 გრამი სიმინდის ფქვილი
- მარილი, წიწაკა – გემოვნებით
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადების წესი
1. თევზი გაალღვეთ, თუმცა ბოლომდე არა, ასე უფრო იოლად გაარჩევთ და გაასუფთავებთ მას. მოაშრეთ თევზს ფარფლები, შიგთავსი და ზედმეტი ნაწილები და საგულდაგულოდ გარეცხეთ. მოაყარეთ მარილი თუმცა ბევრი არა, რადგან თევზს მარილიან ზეთში შევწვავთ!
2. აიღეთ ცელოფნის პარკი და შიგნით სიმინდის ფქვილი ჩაყარეთ (რაოდენობა დამოკიდებულია თევზის რაოდენობაზე), თევზი პარკში მოატავშეთ და ფქვილში ამოავლეთ, ან პარკშ შეანჯღრიეთ. ამ მეთოდით სამზარეულო ნაკლებად დაისვრება.
3. ტაფა ცეცხლზე დადგით, დაასხით ზეთი და ზეთში ცოტაოდენი მარილი ჩაყარეთ – ეს მეთოდი შხეფებისგან დაგიცავთ!
4. ახლა აიღეთ კარტოფილი, კარგად გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. გაცხელებულ ტაფაში სამი ცალი კარტოფილის რგოლი მოათავსეთ. შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ, კარტოფილი საუკეთესო დამხმარეა თევზის სუნის გასაქრობად.
5. კარტოფილის ტაფაზე მოთავსებიდან 2 წუთის შემდეგ ტაფაზე თევზი მოათავსეთ და ორივე მხრიდან 10-15 წუთის განმავლობაში შეწვით. თუ კარტოფილი ძალიან დაიბრაწბა ის ახალი რგოლებით ჩაანაცვლეთ.
ამ მეთოდით შემწვარი თევზი ძალიან გემრიელია, სამზარეულო რჩება სუფთა და სახლში თევზის სუნი აღარ შეგაწუხებთ!