ტორტი ჩებურაშკა. ვაშლის ფაფუკი პეროგის უმსუბუქესი რეცეპტი

747

ტორტი ჩებურაშკა ერთ–ერთი ყველაზე მსუბუქი პეროგია, რომელიც უფრო ჰგავს ტორტს ვაშლის ფენებით და ბეზეთი. მოსამზადებლად მარტივია, ყველაზე ჩვეულებრივი პროდუქტები დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები:

  • 100 გრ კარაქი
  • 140 გრ შაქარი
  • 280 გრ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 2 კვერცხის გული
  • ნაწილი ლიმონის ცედრა ან მისი არომატიზატორი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

 შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ვაშლი
  • შაქარი, დარიჩინი გემოვნებით
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი

ბეზეს ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხის ცილა
  • 2 ს/კ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული, მარილი, შაქრი, ლიმონის ცედრა აურიეთ. სიჩქარისთვის მიქსერი გამოიყენეთ.
  2. რბილი კარაქი ათქვიფეთ და მასას დაუმატეთ. ფქვილი გაცერით, გამაფხვიერებელი აურიეთ და სხვა პროდუქტებს დაუმატეთ, ნაფშვენის მიღებამდე აურიეთ. გათლილი ვაშლი საშუალო სახეხზე გახეხეთ და ზედმეტი წვენი გადაწურეთ. ვაშლის მასა, შაქარი, დარიჩინი და სახამებელი აურიეთ. თუ სიმინდის სახამებელი არ გაქვთ, ნებისმიერი სხვა გამოიყენეთ. ფორმას კარაქი წაუსვით და ნაფშვენის ნაწილი მოათავსეთ.
  3. ზემოდან ვაშლის მასა დაუმატეთ და დარჩენილი ნაფშვენი მოაყარეთ. 190 გრადუსზე 30-40 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ. კვერცხის ცილა მარილთან ერთად მაღალი მასის მიღებამდე ათქვიფეთ, შემდეგ შაქარი დაუმატეთ და მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ. პეროგს ბეზე წაუსვით და კიდევ 10 წუთით აცხვეთ.

გემრიელად მიირთვით!