საუცხოო ნამცხვარი “ქრიზანთემა”

1165

ხორცის ნამცხვარი “ქრიზანთემა” ძალიან მოუხდება თქვენს სადღესასწაულო მაგიდას.

ინგრედიენტები ნამცხვრისთვის

  • 500გ ფენოვანი ცომი
  • 500გ ღორის ფარში
  • 80გ ყველი
  • 1 ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნაბით

ინგრედიენტები წასასმელი მასისთვის

  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ფორმის დასამუშავებლად
  • 1 კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი რძე

მომზადება

1.გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი.

2.წვრილად დაჭერით ხახვი, დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

3.გახეხეთ ყველი.

4.ამოჭერით მრგვლად.

5.მოათავსეთ შიგთავსი და ყველი.

6.გადაკეცეთ შუაზე.

7.ისევ გადაკეცეთ შუაზე და ოდანავ შეაერთეთ ბოლოები.

8.ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.

9.დაალაგეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

10.დააფარეთ ხელსახოცი 15-20 წუთი.

11.ათქვიფეთ კვერცხის გული და რძე, მიღებული მასა წაუსვით ნამცხვარს.

12.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთი, შემდეგ 170 გრადუსზე 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!