დაასახელეთ საჭმელი, რომელზეც თქვენ გარდა ყველა გიჟდება

507

ზოგიერთ ადამიანს შინაურული სამზარეულო არ უყვარს. ასაკოვანი ხალხი სწრაფი კვების პროდუქტებს ვერ იტანს. ზოგს რძის პროდუქტების მიმართ სამედიცინო აუტანლობა აქვს. ჩვენ, ყველა განსხვავებული ვართ. მთელი თავისი სარგებლის და პოპულარულობის მიუხედავად, პროდუქტის გემო და სუნი შეიძლება მხოლოდ ნეგატიურლ ემოციებს, ზოგჯერ ღებინებას იწვევდეს.

Gastronomia.ge-ს რედაქცია ამ სტატიაში ეცდება გაგიზიაროთ ზოგიერთი მკითხველის პრეფერენციები, რომლებიც ამა თუ იმ კერძს და ინგრედიენტს უჩივიან. საინტერესოა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანის გემო შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, ზეთისხილის მიმართ დამოკიდებულება: ბავშვები ვერ იტანენ, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ეს სასარგებლო ნაყოფი მოსწონთ. რომელმა პოპულარულმა პროდუქტმა შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მადა დააკარგვინოს?

პროდუქტის გემო და სუნი

1. “მე და ჩემმა მეუღლემ ერთ პატარა მექსიკურ რესტორანში გუაკამოლე პირველად გავსინჯეთ. იმის მიუხედავად, რომ მექსიკური სამზარეულო ზოგადად მომწონს, ავოკადოს, ხახვის და კიდევ რაღაც სანელებლების გემო ჩემთვის ამაზრზენი აღმოჩნდა. ცხიმიანი, წელვადი ტექსტურა წვნიანმა პომიდორმა, ხახვმა და ჩემმა საყვარელმა წიწაკამაც ვერ გადაარჩინა. თუ გსურთ, ავოკადო თმის ნიღაბს დაუმატეთ, იქ უფრო სასარგებლოა, მაგრამ არა კერძში.“

2. “20-30 წელია კიბორჩხალის ჩხირებს არ ვაღიარებ. პირველ რიგში, არავინ იცის, რისგან აკეთებენ. ზოგი ამბობს, რომ სინამდვილეში ზღვის თევზის ფილეა. ზოგი ირწმუნება, რომ ჩხირები თევზის ნარჩენების, საღებავების და არომატიზატორების ნარევია. აბსოლუტურად უგემური.

მეორეც, ამ პროდუქტს უცნაური სუნი და გემო აქვს იმის მიუხედავად, რომელ საფასო კატეგორიაში შეიძენთ. იაფი და ძვირიანი კიბორჩხალის ჩხირებიც რაღაც ქიმიას იძლევა. მაქსიმუმ სალათის ერთ–ერთ ინგრედიენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ.  ისიც, თუ ბევრს არ დაუმატებთ. აი, გაცივებულის დაშლა და ჭამა, როგორც ამას ჩემი ბავშვები აკეთებენ, არ შემიძლია. თავს მაშინვე ცუდად ვგრძნობ.“

3. “აღმოჩნდა, რომ ლაბას ვერ ვიტან, არადა ადრე მიყვარდა. არ ვიცი, რა არის მიზეზი. ახლა მზა ლაბის სუნი და გემო მაღიზიანებს. შესაბამისად, კერძების მომზადების მიმართაც დამოკიდებულება შემეცვალა. საახალწლო სუფრისთვის აღარ ვაკეთებ. რაღაც შემძულდა და მიზეზი არ ვიცი.“

4. “ასეთი შემთხვევა მქონდა. ცოლთან ერთად საზღვარგარეთ დასასვენებლად წავედით, სადაც ყველაფერი შედიოდა. მანამდე მხოლოდ ქვეყნის შიგნით ვმოგზაურობდი და უცხო კერძები გასინჯული არ მქონდა. კარტოფილი, ღორის ქონი, ხორცი, თევზი მაყალზე, ქათამი – აი, ეს მესმის.

სუფრაზე პირველად გავედით. ზღვის პროდუქტების საჭმელები იყო. რამდენიც გინდა, აიღეთ. მამაკაცი ვარ. სალათები ნაკლებად მაინტერესებს, რაღაც მნიშვნელოვანის აღება მოვასწარი. პრინციპში, კერძების და წასახემსებლების უმეტესობა მომეწონა, კმაყოფილი დავრჩი. ცოლმა ზღვის რაღაც საზიზღრობებიც მოიტანა. სახლში ახალს ვერ გასინჯავთ.

კიბორჩხალები გემრიელია. ასევე თევზი, კრევეტები. აი, საწყალ ხამანწკებს შევხედე. ლამაზი ნიჟარა, მოლუსკა გარეგნულად დიდად გამორჩეული არაა. ამის გაგება შემიძლია. ლიმონი გავწურე, ერთი ხამანწკა ავიღე და გავსინჯე. თავად იცით, აფროდიზიაკი, მაგრამ საშინელი გემო ჰქონდა. მარილიანი, საზიზღარი ტექსტურით. შესაძლოა სასარგებლოა, მაგრამ მისი გემოთი აღფრთოვანებული არ ვარ.“

5. “დედამ კომბოსტოს მწნილის მომზადება არასდროს იცოდა. არ ვიცი, რატომ. ყოველთვის რაღაც მჟავე იყო. თუ მჟავე არა, რამდენიმე დღეში ბევრი წვენი გამოდიოდა და უგემური ხდებოდა. ინტენსიურად ჭკნებოდა და მისი ჭამა შეუძლებელი იყო. რეცეპტი კლასიკური არ იყო, არამედ ბულგარული წიწაკის დამატებით.

ნამდვილი კომბოსტოს მწნილი მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გავსინჯე და იმედი გამიცრუვდა. რა სისულელეა. საერთოდ რისთვის ამზადებენ? ერთი წლისთვის ნახევარლიტრიანი ქილა მეყო და კიდევ დარჩა.“

6.“მოხარშული კვერცხის ჭამა საერთოდ არ შემიძლია. თხევადი კვერცხის გულით ან უბრალოდ ტომარაში – კი ბატონო. მარტივად და შეუზღუდავად. ასეთი რომ მოამზადოთ, ღუმელთან უნდა იდგეთ, მომენტი დაიჭიროთ. თავს ცუდ დიასახლისად არ ვთვლი, მაგრამ მეზარება.

და მაგრად მოხარშული კვერცხი გამოდის. როგორ არ მიყვარს. კვერცხის გული ყელში მეჩხირება და 99% შემთხვევაში ნორმალურად და უმტკივნეულოდ საყლაპავში არ გადადის. ძალიან მშრალია. მატარებლის მგზავრების საყვარელი კერძია. საბედნიეროდ, კვერცხის ჭამას არავინ მთავაზობს. აი, საშინლად ძლიერი და გულისამრევი სუნის გაზიარება – ინებეთ. თან ფოლგის ნაჭერთან ერთად. რა საშინელებაა.“

ეს პროდუქტების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელსაც ბევრი ადამიანი ვერ იტანს. ასე ხდება და ნორმალურია. თქვენც გაქვთ მსგავსი ისტორია, როცა კერძი მოულოდნელად შეგძულდათ? თამამად გაგვიზიარეთ.