როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი სოსისები ფენოვან ცომში

1760
Delicious sausage in puff pastry as a snack for breakfast

ამბობნენ, რომ ნამდვილმა დედება არ იციან რა არის დასვენება. მაგრამ დასვენების გარეშეც ხომ არ შეიძლება? ზოგჯერ სიზარმაცეც კი სასარგებლოა. სამყარო არ დაიქცევა თუ დიასახლისი კულინარიული შედევრის მაგივრად უბრალოდ მოამზადებს ომლეტს ან მაკარონს.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სოსისების ფენოვან ცომში მომზადების  უმარტივეს და  უგემრიელეს რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძალიან ცოტა ძალისხმევა და დრო. ამიტომაც თქვენ თამამად შეგიძლიათ გაატანოთ ეს საოცარი კერძი ბავშვებს სკოლაში, რომლებიც მისი ერთი გასინჯვის შემდეგ არასოდეს იტყვიან მასზე უარს.

სოსისი ფენოვან ცომში

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი
  • სოსისი
  • 1 კვერცხი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გამღვალი ფენოვანი ცომი დაჭერით მართკუთხედებად სოსისის ზომაზე.

2.მართკუთხა ცომისაგან გააკეთეთ კონვერტები, შიგნით მოათავსეთ სოსისი და კუთხეები კარგად შეკარით.

3.საცხობ ფურცელს დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი.

4. კონვერტები დაალაგეთ საცხობ  ქარალდზე, წაუსვით მცენარეული ზეთი და კვერცხი.

5.გამოაცხვთ 200 გრადუსზე მანამ, სანამ ზედაპირი არ გახდება მოყავისფრო.

6. ხრაშუნა უგემრიელესი სოსისის კონვერტები მზად არის! ეცადეთ გაუძლოთ ცდუნებას და  არ შემოგეჭამოთ ყველა, რადგან მერწმუნეთ მისი არომატისგან გამოწვეულ ცდუნებას ყველა ვერ უძლებს.

ფემოვანი ცომი  არის უნივერსალური საშუალება მოამზადოთ მისგან გემრიელი კერძები სწაფად და მარტივად.

ამ უგემრიელეს კონვერტებში შეგიძლიათ თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ შიგთავსი.მაგალითად, სოსისს ძალიან მოუხდება ყველი და კარტოფილი. ბევრი ცდის შემდეგ თქვენ აუცილებლად იპოვით თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისათვის ფავორიტ გემოს.