ნაზი და გემრიელი შემწვარი ღვიძლის მარტივი რეცეპტი მხოლოდ 3 წუთში

5078

თუ ღვიძლი გიყვართ, მაგრამ გემრიელი და რბილი არ გამოგდით, ეს რეცეპტი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. რეცეპტი ძალიან მარტივი და სწრაფია. შედეგი გაგაოცებთ!

ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ ნებისმიერი ღვიძლი
  • 2 ხახვი
  • 6 ს/კ ფქვილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება:

  1. ხახვს ფურცლები მოაშორეთ და რგოლებად დაჭერით. ხახვის რგოლები ძალიან თხელი არ უნდა იყოს.
  2. ტაფას მცენარეული ზეთი დაასხით და ხახვის რგოლები ერთმანეთისგან დაშორებით დააწყვეთ. ტაფა ცეცხლზე დადგით და ხახვთან ერთად გააცხელეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ.
  3. ღვიძლი გარეცხეთ, გაასუფთავეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ნაჭრების სისქე ზუსტად 1 სმ უნდა იყოს.
  4. თასში ფქვილი ჩაყარეთ, მარილი გემოვნებით დაუმატეთ და აურიეთ. მასში ღვიძლის ნაჭრები მოათავსეთ და კარგად ამოავლეთ. სუბპროდუქტი ტაფაზე, ხახვის ზემოთ მოათავსეთ. მორევა საჭირო არაა.
  5. საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1-2 წუთით შეწვით. შემდეგ ღვიძლი მეორე მხარეს გადააბრუნეთ და ეცადეთ, ხახვს არ შეეხოთ. ასე ღვიძლი არ დაიწვება და ხახვის არომატული ორთქლით გაიჟღინთება.
  6. მეორე მხარეს ღვიძლი კიდევ რამდენიმე წუთით შეწვით. როცა დაინახავთ, რომ სუბპროდუქტი სისხლს აღარ გამოყოფს, მზადაა. ახლა ღვიძლს ხახვთან ერთად 20 წამით აურიეთ, რომ ხახვი კარგად შეიწვას, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და სუფრაზე გაიტანეთ.

ღვიძლი რამდენიმე წუთში წარმოუდგენლად ნაზი, წვნიანი, არომატული და დაუჯერებლად გემრიელი გამოდის.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.