ქათმის ხორცის ტორტი

არაჩვეულებრივი ტორტი რომელიც გემრიელთან ერთად, დიეტურიც გახლავთ. ეს დაბალკალორიული სადილი ძალიან ნოყიერია და უმარტივესად მზადდება!

ინგრედიენტები:

  • 9 კვერცხის ცილა
  • 3 კვერცხის გული
  • 1 ქათმის გულ-მკერდი
  • 200 გრამი ნაზი ხაჭო
  • მწვანილი
  • 1/4 ჭიქა ნაზი კეფირი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქვაბში ჩაასხით წყალი, შეაზავეთ მარილით, ჩადევით ქათმის მკერდი და ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
2. ამოიღეთ ხორცი ქვაბიდან, გააგრილეთ და პატარა კუბებად დაჭერით.

3. ტორტის ყოველი ფენისთვის, კვერცხის ბლინი დაგვჭირდება, თითო ბლინი სამი კვერცხის ცილისა და 1 კვერცხის გულით უნდა მოამზადოთ.

4. ათქვიფეთ ცილა და გული და მშრალ ტაფაზე გამოაცხვეთ. გააგრილეთ.

5. ხაჭოს წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი შეურიეთ. დაუმატეთ კეფირი, კარგად ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეაზავეთ მარილით.

6. ახლა აიღეთ გაშლილი თეფში რომელზეც ტორტს მოვამზადებთ. დადევით მასზე 1 ცალი ბლინი.
7. პირველ ბლინს ხაჭოს კრემის მესამედი წაუსვით.

8. ზემოდან დაჭრილი ქათმის ხორცის კუბების ნახევარი დაადევით. იგეივე გაიმეორეთ მეორე ფენაზე.

9. მზა ტორტი 2 საათით გრილ ადგილას მოათავსეთ.