კიტრის მწნილით იდეალურ და ნოყიერ სალათს ვამზადებ

607

თუ სახლში კიტრის ბევრი კონსერვი გაქვთ, ოჯახის წევრები მის მირთმევაზე უარს აცხადებენ, მაგრამ გადაგდება გენანებათ, Gastronomia.ge–ს რედაქცია სალათის მომზადებას გთავაზობთ. სალათი მწნილი კიტრით და ხახვით მაგიდიდან სწრაფად გაქრება. სალათის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 2 სტაფილო
  • 5–6 მწნილი კიტრი
  • 1 ქილა დაკონსერვებული ლობიო
  • ზეითუნის ზეთი
  • ახალი მწვანილი
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი წვრილად დაჭერით. ზეითუნის ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

2. სტაფილო სახეხზე გახეხეთ. ხახვს დაუმატეთ. ცოტა ხნით მოშუშეთ. წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. ცოტა გააგრილეთ.

3. მწნილი კიტრი პატარა კუბებად დაჭერით. ცივ ბოსტნეულს დაუმატეთ.

4. მწვანილი დაჭერით. მაგალითად, ოხრახუში და მწვანე ხახვით ძალიან არომატული გამოვა. მწვანილი სალათს დაუმატეთ.

5. დაკონსერვებული ლობიოდან სითხე გადაწურეთ. ლობიო სალათს დაუმატეთ და აურიეთ. მოკაზმვა არ სჭირდება, ისედაც გემრიელია. მარილი სჯობს არ დაუმატოთ, კიტრი თავის საქმეს გააკეთებს.

იდეალური სალათი მზადაა, მაგიდაზე გაიტანეთ. უჩვეულო სალათი როგორც სადღესასწაულო, ასევე ყოველდღიურ სუფრას უხდება. მარტივი პროდუქტებით მზადდება, მაგრამ შეუდარებელი გემო აქვს. სრულფასოვანი ვახშამი შეიძლება გახდეს, რადგან მასში ბევრი ცილაა. ახალი პური მიაყოლეთ და ძალიან ნოყიერი გამოვა.