სადღესასწაულოდ მომზადებული ინდაურის კატლეტი კიდევ უფრო გემრიელია

1416

ინდაურის საცივი რომ ძალიან გემრიელი კერძია ეს ყველამ ვიცით, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება სიგემრიელეში ინდაურის კატლეტიც. თუ მას ერთხელ მაინც  მოამზადებთ, აუცილებლად დაიმკვიდრებს თქვენს სადღესასწაულო სუფრებზე განსაკუთრებულ ადგილს.

ინდაურის კატლეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

  • 500 გ ინდაურის ხორცი
  • 1 ხმელი პურის ნაჭერი
  • 1 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • 150 გ ხმელი ყველი
  • 1 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
  • დაკონსერვებული ან ცოცხალი პამიდორი
  • ხმელი სუნელი
  • პილპილი, მარილი გემოვნებით
  • სალათის ფოთლები მოსართავად

მომზადების წესი:

  1.  დავჭრათ ხახვი. პურის ნაჭერი გავხეხოთ სახეხზე. ხორცი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  2. ფარშს დავუმატოთ გახეხილი პური, კვერცხი, მარილი, პილპილი, წითელი წიწაკა, ხმელი სუნელი და ავურიოთ.
  3. მოვამზადოთ 9 კატლეტი, შუაში გავუკეთოთ ამოღრმავება, მასში მოვათავსოთ კანგაცლილი დაკონსერვებული ან დაჭრილი ახალი პამიდორი და დავდოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. კატლეტს ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი, შევდგათ წინასწარ 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში, გავაჩეროთ 10 წუთი, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და გავაგრძელოთ შეწვა 15 წუთის განმავლობაში. თეფშზე დავაფინოთ სალათის ფოთლები და გადავიტანოთ შემწვარი კატლეტი.

თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, გაუზიარეთ მეგობრებს.