როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ოსტრი

1071

ოსტრი – ეს არის კერძი, რომელშიც კულინარის ფანტაზია მაქსიმალურად მჟღავნდდება. რადგან მასში შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი ხორცი, ძეხვი და ის ყველა პროდუქტი, რომელიც მოგეპოვებათ მაცივარში.

მაგრამ როგორც ყველა კერძს მასაც ააქვს თავისი საიდუმლოებები.

დღეს ჩვენ მოგიყვებით ოსტრის საიდუმლოებებს, რომლებიც კარგ და გამოცდილ კულინარებსაც არ ეცოდინებათ.

როგორ მოვამზადოთ ხორციანი ოსტრი

1. ბულიონი

ოსტრის საოცარი თავისებურებები: მისთვის ბულიონი შეგიძლიათ წინასწარ მოადუღოთ, ხოლო თვითონ სუფი სწრაფად მოხარშოთ მზა პროდუქტებისგან, რომლებიც არ საჭიროებენ თერმულ დამუშავებას.

ოსტრის ბულიონი აუცილებლად ნელ ცეცხლზე უნდა მომზადდეს, რათა მან მოასწროს ინგრედიენტების შეწოვა და ცოტათი შესქელება. ბულიონის წამოდუღებისას არ დაგავიწყდეთ ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფის მოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბულიონი გამოგივათ მუქი.

2.კიტრი

ოსტრის გემო დიდად არის დამოკიდებული კიტრზე. გამოცდილი კულინარები ამბობენ, რომ უმჯობესია გამოიყენოთ კასრში დამწნილებული კიტრი, ქილაში დამწნილებულის ნაცვლად. დიდი ზომის კიტრი აუცილებლად გათალეთ, ხოლო თუ ქერქი ძალიან უხეშია მაშინ გახეხეთ.

ხშირად მეკითხებიან, რმ შეიძლება თუ არა დამწნილებული კიტრის ჩანაცვლება მარილიანი კიტრით. მისი შეცვლა რათქაუნდა შეიძლება, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაც უნდა გაითვალისწინოთ.

დამწნილებული კიტრი, როგორც წესი შეიცავს ძმარს, ხოლო მწნილი კი შეიცავს ლიმონს, ამიტომაც თქვენ შეიძლება გამოგივიდეთ ძალიან მჟავე სუფი. როგორც წესი დამწნილებული კიტრი გამოყენებამდე უნდა გარეცხოთ და ოდნავ შეწვათ.

ზოგი ოსტრიში ამატებს მწნილის წვენს, რათა ის გახდეს უფრო გემრიელი და არომატული.

3.ინგრედიენტების დაჭრა

ინგრედიენტების დაჭრა ჯობია საშუალო ზომებად, რადგან კარგად დაეტიოს კოვზზე და მარტივად მომზადდეს. ამიტომაც მათ კუბიკებად ჭრიან.

4.შეკაზვმა

ოსტრის შესაკაზვმად იყენებენ ზეთში შემწვარ ხახვს, დაჭრილ კიტრს და პომიდვრის სოუსს. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველა ინგრედიენტი ერთი საათის განმავლობაშ ღუმელში ითუშება და პროცესშივე ემატება ბულიონი და შაქარი.

5.ბოლო შტრიხები

ოსტრს ძალიან უხდება ხორცის 4 სახეობა: ხორცი, ძეხვი, სოსისი, ბეკონი. შებოლილი ხორცეული უმჯობესია წინასწარ შეწვათ, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

გემოს და არომატის გასაძლიერებლად ხშირად იყენებენ ზეთისხილს და კაპერსს. მაგრამ ამ ინგრედიენტების გადახარშვა არ შეიძლება, რადგან ისინი დაკარგავენ თავიანთ გემოს.

იმისათვის, რომ ეს ტავიდან აირიდოთ კაპერსი და ზეთისხილი კერძს ბოლოს დაუმატეთ. რაც შეეხება ლიმონს, მწვანილს და ხახვს – ეს ინგრედიენტები ოსტრს თეფშზე დასხმის შემდეგ დაუმატეთ.

ხორციანი ოსტრის რეცეპტი

 

ინგრედიენტები

  • 400გ ხორცი (საქონელი და ღორი)
  • 500გ ხორც პროდუქტები (ძეხვი, სოსისი, ლორი)
  • 150გ მწნილი კიტრი
  • 2 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 1 ლიმონი
  • 50გ ზეთისხილი
  • კაპერსი (სურვილისამებრ)
  • მცენარეული ზეთი (შეწვისთვის)

მომზადება

1.გემრიელი ბულიონის მისაღებად, აარჩიეთ ხბოს ძვლოვანი გულმკერდი და ღორის ნეკნები. ხორცი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და აადუღეთ, მოაშორეთ ქაფი, დაუმატეთ გასუფთავებული სტაფილო და ხახვი.

ბულიონი დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ 1,5 საათი. დროის გასვლის შემდეგ ბულიონიდან ამოიღეთ ხახვი და სტაფილო: ისინი ცვენს კერძს არარ სჭირდება. ხორცს მოაშორეთ ძველი და დაჭერით კუბიკებად.

2.ყველა სახის ხორცი დაჭერით გრძლად და შეწვით ტაფაზე.

3.წვრილად დაჭერით ხახვი, კიტრი დაჭერით კუბიკებად.

4.ზეთში შეწვით ხახვი, შემდეგ დაუმატეთ კიტრი. ბოსტნეული მოამზადეთ კიდევ 3-5 წუთი.

5.დაუწიეთ ცეცხლს, დაუმატეთ პომიდორი და მოთუშეთ კიდევ 10 წუთი.

6.მიღებული მასა დაუმატეთ ბულიონს, ასევე დაუმატეთ ხორცი და ხორცპროდუქტები. სუფი ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 5 წუთი.

7.სულ ბოლოს დაუმატეთ კაპერსი ან ზეთისხილი.

8.თეფშზე დასხმის შემდეგ დაუმატეთ ლიმონი.

9.უგემრიელესი ხორცის ოსტრი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

თეფშზე დასხმის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ერთი კოვზი არაჟნის, მწვანილის და ლიმონის დამატება. მიირთვით შავ პურთან და წითელ წიწაკასთან ერთად. მოამზადეთ და გაახარეთ ოჯახის წევრები!