ინგრედიენტები
- ფქვილი 250გ
- წყალი 150მლ
- მზესუმზირის ზეთი 80მლ
- მშრალი საფუარი 1 სუფრის კოვზი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- ადიგენური ყველი 500გ
- შპინატი 400გ
- კარაქი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ფქვილი, მარილი და საფუარი გაცერით. თბილ წყალს დაუმატეთ ზეთი.
- მოზილეთ რბილი და არაწებოვანი ცომი.
- დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ. მანამდე მოამზადეთ შიგთავსი.
- მოხარშეთ შპინატი და დაელოდეთ გაგრილებას. გახეხეთ ყველი და დაუმატეთ შპინატს. მოაყარეთ მარილი.
- ცომი გაყავით 5-6 ნაწილად. თითოეული ნაწილი კარგად გააბრტყელეთ.
- გაალღვეთ კარაქი. წაუსვით ცომს.
- ცომი კონვერტისებურად დაახვიეთ.
- ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი.
- გადაახვიეთ ცომი.
- ცომს წაუსვით ზეთი. გამოაცხვეთ ზეთში ორივე მხრიდან.
- მზა ცხობილებს დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!