ამსტერდამელი შეფ – მზარეული ქამა სოკოს შეწვის საიდუმლოს გვიზიარებს

1217

მე ძალიან მიყვარს მარტივი რეცეპტები – ვაუ ეფექტებით! ინგრედიენტებიც უმარტივესია, რაც ძალიან მახარებს. გულსართს შეგიძლიათ ქათმის ხორცი დაუმატოთ. რადგან ახლა მარხვაა მე გადავწვიტე ხორცის გარეშე მოვამზადო.

დახვეწილი, გემრიელი და არომარული. აუცილებლად უნდა სცადოთ!

ინგრედიენტები

  • 1კგ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 100გ კარაქი
  • 3 კვერცხი
  • 100გ ყველი
  • 1 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.გარეცხეთ სოკო, გაასუფთავეთ ძირები. სოკოს ძირები დაჭერით კუბიკებად. ხახვიც გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.

2.მცენარეულ ზეთზე მოთუშეთ ხახვი, დაუმატეთ სოკოს ძირები. მოთუშეთ 7 წუთი.

3.მოხარშეთ კვერცხი, დაჭერით კუბიკებად. კვერცხი დაუმატეთ სოკოს და ხახვს. გახეხეთ ყველი, ნახევარი დაუმატეთ სოკოს და ხახვის მასას. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოურიეთ.

4.სოკოს ქუდები მოათავსეთ ცხიმიან საცხობ ფორმაზე. თითოეულის ცენტრში მოათავსეთ ცოტა კარაქი, შემდეგ გულსართი, ხახვი და კვერცხი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.

გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

5.უგემრიელესი სოკო მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

რედაქციის რჩევა

როცა სოკოს მოაშორებთ ძირებს, ქუდი დაჩხვლიტეთ კბილის ჩხირით რამდენიმე ადგილას. ამ ღრუებში ჩაყარეთ მარილი და წიწაკა. დატოვეთ 15 წუთი.

გულსართს შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდორი და წიწაკა. ქათმის ხორციც ძალიან მოუხდება.