რბილი და უმსუბუქესი: ყავის ტორტი-მუსი სულ რაღაც 30 წუთში

2006

როდესაც ცივი და ცხელი კერძები საგულდაგულოდ დაგეგმილია, დროა ვიფიქროთ, თუ რა მოვამზადოთ დესერტად. ამისათვის უკვე ძალებიც კი არ გვრჩება, ამიტომ სწრაფ და იოლად მოსამზადებელ რეცეპტებს ვეძებთ.

დღეს ჩვენ სწორედ ასეთი დესერტით რეცეპტს შემოგთავაზებთ. ბისკვიტის ტორტი-მუსი ყავის გემოთი, რომელიც მწარე და ტკბილ გემოებს შესანიშნავად ითავსებს. აი, რა გჭირდებათ საახალწლო სუფრისთვის!

ინგრედიენტები

  • 50 გრ კარაქი
  • 50 გრ შაქარი2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  •  კვერცი
  • 0,25 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1ჩ.კ.ხსნადი ყავა
  • 100 გრ შაქრის პუდრი
  • 320 გრ ნაღები
  • 3 ჩ.კ. ჟელატინი

მომზადება

1. წყლის აბაზანაზე დაადნეთ კარაქი, დაამატეთ კაკაო, მოხსენით ცეცხლიდან, დაამატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. შოკოლადის მასას დაუმატეთ ფქვილი და კვერცხი. მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.

2. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი, ჩაასხით ცომი და 10 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში.გააცივეთ ბისკვიტი.

3. გახსენით ყავა 2 ს.კ. მდუღარე წყალში და გააცივეთ. ჩაასხით თასში 4 ს.კ. წყალი, ჩაყარეთ შაქრის პუდრი და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ სიროფი, მუდმივად ურიეთ.

4. ათქვიფეთ 4 კვერცხის გული, თანდათანობით დაუმატეთ სიროფი, მასა ფაფუკი უნდა გამოვიდეს.

5. ცხელ წყალში გახსენით ჟელატინი და დაამატეთ ათქვეფილ კვერცხს, შემდეგ ჩაასხით ყავა და მოურიეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ კვერცხის კრემში.

6. მუსი წაუსვით ბისკვიტს. მზა ტორტი შედგით მაცივარში 1 საათით.

შეგიძლიათ ტორტი მორთოთ ყავის მარცვლებით, პიტნით ან შოკოლადის ნატეხებით. აღმოაჩინეთ ახალი საუცხოო დესერტები და გაუზიარეთ მეგობრებს რეცეპტი!