ეს პურზე წასასმელი გემრიელობა ნებისმიერ ხორცის დელიკატესს მირჩევნია. ყოველ უქმეებზე ვამზადებ და ორი დღე მყოფნის

2069

ძალიან ნაზი და გემრიელი მდნარი ყველის გემო ყველას ახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ დღეს მის მოსამზადებლად დიდი ოდენობით კონსერვანტებს გამოიყენებენ. ჩნდება ლოგიკური კითხვა, შესაძლებელია თუ არა მდნარი ყველის შინ მომზადება?

„გასტრონომიას“ რედაქციამ შესანიშნავი რეცეპტი იცის. დღეს მას ჩვენს მკითხველს შევთავაზებთ, რათა შინ მოამზადოთ უგემრიელესი მდნარი ყველი. ეს მარტივი, ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, ძალიან გემრიელი ხემსია!

ინგრედიენტები

  • ხაჭო   500 გრ
  • სოდა 1 ჩ.კ.
  • კვერცხი   1 ცალი
  • კარაქი  100 გრ
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. აიღეთ მომცრო ქვაბი და შეავსეთ წყლით ნახევრად. დადგით გაზქურაზე და აადუღეთ.
  2. სანამ წყალი ცხელდება, მოამზადეთ ხაჭოს მასა. ჩაყარეთ ხაჭო მეტალის თასში, დაამატეთ კვერცხი, სოდა და კარგად მოურიეთ.
  3. დაამატეთ მასას ოდნავ დამდნარი კარაქი. კარგად ათქვიფეთ ბლენდერით ერთგვარი მასის მიღებამდე.
  4. როდესაც წყალი ადუღდება, დაადგით თასი ხაჭოს მასით მდუღარე ქვაბზე.დარწმუნდით, რომ თასის ფსკერი არ ეხება წყალს.
  5. სანამ თასი წყლის აბაზანაზე დგას, მუდმივად მოურიეთ მანამ, სანამ ერთგვარი და წელვადი არ გახდება.
  6. როცა გადმოდგამთ, შეგიძლიათ სუნელები დაამატოთ გემოვნებით.
  7. აიღეთ ფორმა, რაშიც შეინახავთ ყველს. ყველაზე უკეთ მართკუთხა მეტალის ფორმა მოუხდება. ჩაასხით ხაჭოს მასა.
  8. დადგით ოთახის ტემპერატურის პირობებში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. შემდეგ დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში.

მოცემული ინგრედიენტებისგან 600-650 გრამი ყველი გამოგივათ. ნუ გამოიყენებთ ძალიან მშრალ ხაჭოს, რადგან გააფუჭებს გემობრივ თვისებებს. საუკეთესო ვარიანტია სახლის ხაჭო. სოდის დამატება აუცილებელია, რადგან ის ადნობს ხაჭოს. მოამზადეთ და მოუყევით მეგობრებს!