საოცრად გემრიელი ბლინები ხორცით

950

ბლინების მრავალი რეცეპტი არსებობს, ამ რეცეპტით მომზადებული კი უგემრიელესი გამოგივათ.

ინგრედიენტები

  • ხორცი 0,5კგ
  • არაჟანი 4-5 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფქვილი 150გ
  • რძე 1 ჭიქა
  • მარილი გემოვნებით
  • ხახვი 2 ცალი
  • გამდნარი ღორის ქონი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. მოხარშული ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში.
  2. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი არაჟანი, ნახევარი ბულიონი, რომელშიც იხარშებოდა ხორცი და მოთუშეთ.
  3. ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი, ჭიქა რძე და მარილი. მოზილეთ ცომი, შეწვით ბლინები.
  4. თითოეულ ბლინზე მოტავსეთ 1 კოვზი შიგთავსი და შეახვიეთ.
  5. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
  6. დარჩენილი ბულიონით, 1 სუფრის კოვზი ფქვილით, 2 თავი ხახვით, 2 სუფრის კოვზი ქონით, მოვამზადოთ სოუსი.
  7. მზა ბლინებს მოასხით სოუსი.

გემრიელად მიირთვით!