სტანდარტული კატლეტების გარდა, უამრავი სახეობა არსებობს. ეს რეცეპტები დიეტის დროს ძალიან გამოგადგებათ.
შესაწვავი ზეთი კატელეტებს 120კკ უმატებს ერთ ულუფაზე. საფანელიც იგივე შედეგს იძლევა. ამიტომაც უმჯობესია კატლეტები 15-20 წუთი მოხარშოთ საფანელისა და სოუსის გარეშე.
1.ქათმის დიეტური კატლეტები
- აიღეთ 400გ ქათმის ფილე, მოამზადეთ ფარში, დაუმატეთ 6 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი დაფქული შვრია ან სოიოს ფქვილი, კარგად მოურიეთ.
- ფარშს შეგიძლიათ მოაყაროთ კურკუმა და გლუტამინის არმქონე სანელებლები. სველი ხელით მიეცით კატლეტებს ფორმა, მოხარშეთ ორთქლზე 15-20 წუთი.
- მიირთვით სოიოს სოუსთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად.
2.თევზის დიეტური კატლეტები
- თევზის დიეტური კატლეტლეტების მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ ზღვის თევზი საშუალო ცხიმიანობით, მაგალითად ტილაპია.
- მოვამზადოთ ფარში, დაუმატეთ 1 ცილა, 1 კვერცხი და ცოტა სიმინდის ფქვილი.
- მოზილეთ ფარში, მოაყარეთ დაჭრილი კამა. მოხარშეთ ორთქლზე, ლიმონის ან ლაიმის წვენთან ერთად.
4.კომბოსტოს დიეტური კატლეტები
- 1კგ კომბოსტო დაჭერით და მარილიან წყალში მოხარშეთ. მზა კომბოსტო დააბლენდერეთ.
- დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, 1 კვერცხი, 1 ცილა და 1 სუფრის კოვზი მანანის ბურღული.
- სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ სოკოს პიურე ან ბადრიჯანი. მიეცით კატლეტებს ფორმა, შეგიძლიათ ამოავლოთ ვეგეტარიანულ საფანელში.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!