ძალიან მარტივი და სწრაფი ორცხობილა, რომელიც უხდება ჩაის. ეს დესერტი პირში ლღვება და მადისაღმძვრელი არომატით გამოირჩევა.
ინგრედიენტები
- 2 მდნარი ყველი 2-100გ
 - 1,5 ჭიქა ფქვილი
 - 1 კვერცხი
 - 150გ კარაქი ან მარგარინი
 
მომზადება
- ყველი და კარაქი გახეხეთ, დაუმატეთ კვერცხ და ფქვილი.
 - მოზილეთ რბილი ცომი და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
 - გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.
 - გააბრტყელეთ ცომი (სისქე 3-5მმ).
 - ამოჭერით ფიგურები.
 - გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
 
გემრიელად მიირთვით!
            







