ნოსტალგიური ტორტი “სამეფო ვაფლი”, რომლიც სტუმრებს ჭკუიდან გადაიყვანს

704

სამეფო ვაფლის ტორტის მომზადება სახლის პირობებშიც არ არის რთული, მთავარია მონდომება!

ეს დესერტი ძალიან ძვირფასია, მე მას სადღესასწაულოდ ხშირად ვამზადებ.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 300გ კარაქი
  • 250გ შაქარი
  • 5 კვერცხის გული
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 18გ გამაფხვიერებელი
  • 5 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 3 ჭიქა ფქვილი

ინგრედიენტები ფირფიტებისთვის

  • 10 სუფრის კოვზი შაქარი
  • 6 სუფრის კოვზი ჯემი
  • 5 ცილა
  • 200გ არაქის
  • ოთხკუთხედი კორჟების შეკვრა
  • 200გ გამომშრალი გარგარი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 400გ კარაქი
  • 400გ შედედებული რძე

მომზადება

1.კორჟების მისამზადებლად კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ გული. კარგად ათქვიფეთ მიქსერით.

2.შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო. შეგიძლიათ ცოტა ფქვილიც დაუმატოთ. ძალიან ძლიერად არ ათქვიფოთ. მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად:  2/3 და 1/3.

დიდი ნაწილი გაყავით 3 ნაწილად. მოათავსეთ მაცივარში 1 საათი. პატარა ნაწილი გაყავით 3 ნაწილად და ისიც მოათავსეთ საყინულეში.

3.არაქისი დააქუცმაცეთ. გარგარი დაარბილეთ წყალში და შემდეგ დაჭერით. ღრმა ჯამში ათქვიფეთ ცილა და შაქარი.

4.მოამზადეთ ოთხკუთხედი გამოსაცხობი ფორმა.

გააბრტყელეთ ცომი, მოაყარეთ 1/3 არაქისი და 1/3 გარგარი. ზემოდან მოასხით ცილა და დაახეხეთ ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი. იმავე მეთოდით მოამზადეთ დარჩენილი ცომიც. უნდა გამოგივიდეთ 3 ფირფიტა.

5.კრემი უსწრაფესად მზადდება: შედედებულ რძეს დაუმატეთ კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით.

6.ააწყეთ ტორტი. ვაფლები დაჭერით კორჟის ფორმაზე. წაუსვით კრემი და ზემოდან დააფარეთ კორჟი, შემდეგ ისევ კრემი და ისევ ვაფლი – ამ თანმიმდევრობით გააგრძელეთ. ბოლო ფენა უნდა იყოს ვაფლის.

7.მზა ტორტი დაასვენეთ 2 საათი. ამის შემდეგ მთელი ღამე შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ მოასხათ მინანქარი.

8.გემრიელად მიირთვით!