შოკოლადის ნამცხვარი ქლიავით

628

ინგრედიენტები

  • თეთრი შოკოლადი 150გ
  • კარაქი 15გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 80გ
  • ხორბლის ფქვილი 215გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • ნაღები 70მლ
  • რძე 70მლ
  • ნუში 100გ
  • მარციპანი 50გ
  • ქლიავი 350გ
  • ვანილის ექსტრაქტი 3 ჩაის კოვზი
  • მარილი

მომზადება

1.გაალღვეთ 100გ შოკოლადი კარაქთან ერთად. დაჭერით დარჩენილი შოკოლადი და ქლიავი.

2.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და მარილი. ცალკე ჯამში ჩაასხით ნაღები და რძე. ატქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუატეთ რძის და კვერცხის მასას ფქვილი, ჩაასხით შოკოლადი, ვანილის ექსტრაქტი, ათქვიფეთ.

3.ჩაყარეთ ნუში, შოკოლადი და დაქუცმაცებული მარციპანი. ქლიავს მოაყარეთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი და მოურიეთ.

4.გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე. გამოაცხეთ 170 გრადუსზე 45 წუთი.

5.მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.

გემრიელად მიირთვით!