კერძი ხორცით, რომელიც გაგაოცებთ

1069

კულინარიაში იყოფა სადღესასწაულო და ყოველდღიურ კერებად. გამოცდილმა დისახლისებმა იციან გემრიელი, ლამაზი და არომატული კერძების ელვის სისწრაფით მზადება.

ეს კერძი ძალიან გავს “ბუდეს”, ამავდროულად ისიც მზადდება კარტოფილით, სტაფილოთი და ყველით. გასინჯეთ და შეადარეთ ეს ორი კერძი. დარწმუნებული ვარ ეს კერძი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

ინგრედიენტები

  • საქონლის ფარში 600გ
  • მანანის ბურღული 1,5 სუფრის კოვზი
  • ხახვი 2 ცალი
  • კარტოფილი 400გ
  • სტაფილო 1 ცალი
  • არაჟანი 150გ
  • ყველი 200გ
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მზესუმზირის ეთი 1,5 სუფრის კოვზი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ ფარში, დაუმატეთ მანანის ბურღული, მარილი, წიწაკა და ხელით კარგად მოურიეთ. გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით მაქსიმალურად წვრილად.

2.მსხვილად გახეხეთ სტაფილო. ხახვთან ერთად შეწვით ტაფაზე, დაუმატეთ ცოტა ზეთი. გაასუფთავეთ კარტოფილი, გარეცხეთ და გახეხეთ მსხვილად. გამოწურეთ სითხე.

3.ყველიც გახეხეთ მსხვილად. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. ფარშისგან შექმენით თხელი კატლეტები. ფორმირებულ ხორცზე მოათავსეთ სტაფილო, ხახვი და ერთი კოვზი არაჟანი.

4.ბოლო ზედა ფენას – მოახეხეთ ყველი. კარგად მოაყარეთ თითოეულს. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთი.

ეს კერძი ძალიამ მოსწონს სტუმრებს. ეს კერძი ძალიან ნოყიერია, ამიტომაც შეგიძლიათ დანამატების გარეშე გაიტანოთ სუფრაზე. გემრიელად მიირთვით!