ტორტი “ზარმაცი ნაპოლეონი” მათთვის, ვინც საკუთარ დროს აფასებს

2518

წარმოგიდგენთ ძალიან გემრიელი ნაპოლეონის რეცეპტს. მის მოსამზადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 6 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • ნახევარი ჭიქა (100 გრ) შაქარი
  • 1 შეფუთვა ვანილი
  • 800 გრ ხრაშუნა ორცხობილა
  • 3 ც კვერცხი
  • 1 ლ რძე

მომზადების წესი 

  1. აადუღეთ 1 ლ რძე.
  2. აიღეთ დიდი ზომის თასი და ჩაყარეთ მასში ვანილი, შაქარი და კვერცხი. კარგად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ 6 ს.კ. ხორბლის ფქვილი და კვლავ მოურიეთ.
  3. ჩაასხით თასში 200 მლ ადუღებული რძე და ინტენსიურად მოურიეთ. დიდხანს მოურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებულ მასას დაუმატეთ დარჩენილი ადუღებული რძე და მოურიეთ.
  4. მოურიეთ, და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. 4-6 წუთის შემდეგ კრემი შესქელდება და მზად იქნება. გამორთეთ ცეცხლი და კრემი გააცივეთ.
  5. აიღეთ ბრტყელი დიდი ზომის თეფში და დაალაგეთ მასზე ორცხობილა. წაუსვით გაცივებული კრემი და თანაბრად გადაანაწილეთ ზედაპირზე. ზემოდან დაალაგეთ ორცხობილას მეორე ფენა და წაუსვით კრემი. გაიმეორეთ იგივე, სანამ ინგრედიენტები არ გამოგელევათ.
  6. სურვილისამებრ შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ თხილი ან კაკალი და ფენებს შორის მოაბნიოთ. ყურადღება მიაქციეთ ტორტის კუთხეებს, მათზე კრემი კარგად უნდა იყოს გადანაწილებული. ნამცხვრის ზედაპირზე მოაბნიეთ დაფშვნილი ორცხობილა. მოათავსეთ ტორტი მაცივარში 7-9 საათით, რომ კრემი კარგად გაიჟღენთოს ორცხობილაში.

უგემრიელესი ტორტი ნაპოლეონი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება, მზადაა! გემრიელად მიირთვით!