კაკაოს კანფეტები – თითებს ჩაიკვნეტთ!

923

დღეს ჩვენ სსაოცარ კანფეტებს მოვამზადებთ მშრალი რძისა და კაკაოსგან.

ინგრედიენტები

  • 250გ მშრალი რძე
  • 300-350გ შაქარი
  • 100გ კარაქი
  • 100მლ წყალი
  • 2-3 სუფრის კოვზი კაკაო
  • კარდამონი

მომზადება

1.პირველ რიგში შაქრისა და წყლისგან მოადუღეთ სიროპი. წამოდუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ 5 წუთი.

2.ცხელ სიროპში მოათავსეთ კარაქი და დაელოდეთ 2 წუთი. კარგად მოურიეთ.

3.ჯამში მოათავსეთ მშრალი რძე და კაკაო.

4.კაკაოს მასას დაუმატეთ სიროპი. კარგად მოურიეთ. დაუმატეთ კარდამონი. მოათავსეთ მაცივარში 30-40 წუთი.

5.დესერტს მიეცით სასურველი ფორმა და ამოავლეთ კაკაოში.

6.შეგიძლიათ კაკაოს ნაცვლად გამოიყენოთ ქოქოსი ან ნიგოზი.

7.მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ 5 დღე.

გემრიელად მიირთვით!