სალათი სტაფილოს ბურთულებით

1720

სალათი სტაფილოს ბურთულებით, თქვენი სადღესასწაულო მაგიდის სამშვენისი გახდება. აკურატული მრავალფენიანი კერძი, არა მარტო ეფექტურია, არამედ ძალიან გემრიელიცაა.

მოხარშული ბოსტნეულს და ქათამს ძალიან უხდება სტაფლოსა და ნივრის ბურთულები. ჭარხლის გამო თავიდან გეგონებათ, რომ შიგნით ქაშაყის ხორცია, მაგრამ ეს სინამდვილეში ქათამია, რომელიც ამ სალათის გემოებს საოცრად ეწყობა.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 5 ცალი
  • კარტოფილი 5 ცალი
  • სტაფილო 300გ
  • ჭარხალი 2 ცალი
  • ქათმის ფილე 300გ
  • ჟელატინი 15-20გ
  • ნიორი 3 კბილი
  • მწვანილი გემოვნებით
  • მაიონეზი 220გ

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ, ერთმანეთს დააშორეთ გული და ცილა. შემდეგ მოხარშეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ, გახეხეთ და დაუმატეთ გახეხილი კვერცხის გული, მოურიეთ.

2.დაასველეთ ჟელატინი, მიყევით შეფუთვაზე დატანილ ინსტრუქციას, გააცხელეთ და დაუმატეთ მაიონეზი.

3.კარტოფილის და კვერცხის გულის მასას დაუმატეთ 2-3 სუფრის კოვზი მაიონეზის და ჟელატინის მასა, მოათავსეთ ფორმაში და მოასწორეთ. (ფორმა ამოფინეთ საკვებისთვის ვარგისს პაკეტით).

4.მოხარშეთ ჭარხალი, გაასუფთავეთ და გახეხეთ ისე, რომ წვენი ჩამოიწრიტოს. დაამარილეთ გემოვნებით. არ გადაასხათ წვენი, რადგან ის ჩვენ კიდევ გამოგვადგება.

5.კვერცხისგან დარჩენილი ცილა გახეხეთ მსხვილად, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ჭარხლის წვენი ფერის შესაცვლელად.

6.ცილა მოათავსეთ მეორე ფენად ფორმაში და მოასწორეთ. წაუსვით მაიონეზი.

7.მოხარშეთ ქათამი, დაჭერით წვრილად, დაამარილეთ, მოაყარეთ წიწაკა და მოათავსეთ ფორმაში შემდეგ ფენად.

8.წაუსვით მაიონეზი, ზემოდან მოათავსეთ ჭარხლის ფენა და კიდევ გადაუსვით მაიონეზი. ფორმირებული სალათი მოათავსეთ მაცივარში 5-6 საათით (უმჯობესია მთელი ღამით), რათა მასში სრულყოფილად გაიხსნას ყველა გემოები.

9.დროა მოამზადოთ ბურთულები. მოხარშეთ სტაფილო და გაასუფთავეთ. სტაფილოს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი. შემდეგ სტაფილოს და ნივრის ნარევი დააბლენდერეთ.

10.დაუმატეტ დარჩენილი 2 სუფრის კოვზი მაიონეზის და ჟელატინის ნარევი, მოურიეთ და შეინახეთ სლათთან ერთად მაცივარში (იგივე დროით).

11.მაცივრიდან გამოიღეთ სალათი, გადმოაბრუნეთ, და მოხსენით პაკეტი.

12.დაჭერით მწვანილი და მოათავსეთ სალათზე თანაბარ ზოლად.

13.სტაფილოს გაყინული მასისგან, შექმენით ბურთულები და დაალაგეთ სალათის კიდეებზე.

ეს არის მართლაც, რომ ორიგინალური სალათის რეცეპტი, რომელსაც ნებისმიერი დიასახლისის სახლში შეხვდებით. სტაფილოს ბურთულებს დაუმატეთ მეტი ნიორი, რათა მიიღოს მეტად პიკანტური და მწარე გემო. ფილეს ნაცვლად შეგიძლით გამოიყენოთ ბარკალი ან შებოლილი ქათმის ნაწილები. გემრიელად მიირთვით!