სადღესასწაულო „საშობაო“ ლიქიორი, რომლის დეგუსტაციაზე ყველა მეზობელი მორბის

650

ლალისფერი, ტკბილი, მათრობელი კენკრის ლიქიორი ორგანიზმს ათბობს და ზამთრის სევდიან საღამოს განწყობას ამაღლებს. სასმელი მაღაზიაში ძვირად რომ არ შეიძინოთ, Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ სახლში მოამზადოთ.

რეცეპტის ბაზად ავიღეთ საშობაო ლიქიორი, რომელსაც უბრალოდ „საშობაოს“ ან ნაყენების ასორტს უწოდებენ. საკმაოდ დიდხანს, მაისიდან დეკემბრამდე მზადდება. ამ საქმეში აჩქარება არ ღირს. ნაყენი ყოველთვე სეზონური კენკრის ახალ გემოს შთანთქავს და გასული ზაფხულის უფრო მათრობელა სიმბოლო ხდება.

კენკრის ლიქიორი

ინგრედიენტები:

  • 250 გრ მარწყვი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ ძლიერი სასმელი
  • 250 გრ წითელი მოცხარი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ ძლიერი სასმელი
  • 250 გრ ალუბალი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ ძლიერი სასმელი
  • 250 გრ შავი მოცხარი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ ძლიერი სასმელი
  • 250 გრ მოცვი
  • 250 გრ შაქარი
  • 250 მლ ძლიერი სასმელი

მომზადების წესი:

1. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სასმელს უკურკო კენკრა მისი მომწიფების მიხედვით დაუმატოთ.

2. სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 250 გრ მარწყვი, 1 ჭიქა შაქარი და არაყი. ქილას თავსახური დაახურეთ და ბნელ, მშრალ ადგილას, მაგალითად, საკუჭნაოში სხვა კენკრის მომწიფებამდე შეინახეთ.

3. იგივე პროცედურა წითელ მოცხარზე გაიმეორეთ, შაქარი და ძლიერი სასმელი დაუმატეთ. ქილას თავსახური დაახურეთ და ბნელ მშრალ ადგილას გააჩერეთ.

4. კენკრის მომწიფების მიხედვით ლიქიოს ალუბალი, შავი მოცხარი და მოცვი დაუმატეთ. სურვილისამებრ, მითითებული კენკრა სხვა კენკრით ან ხილით ჩაანაცვლეთ. რეცეპტს შეზღუდვები არ აქვს. სწორედ ამიტომ, ასორტი ეწოდება.

5. დეკემბერში სასმელი გადაწურეთ. ქილის ნარევი საწურზე ფრთხილად გადაწურეთ, რომ კენკრა არ დააზიანოთ. შაქარმოყრილი კენკრა ისედაც დახვეწილი სასუსნავია.

6. ლიქიორი რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლასა და ბამბაში გაფილტრეთ.

7. მზა სასმელი ბოთლებში გადაასხით, თავსახური ჰერმენტულად დაახურეთ.

სუფრაზე საშობაო ლიქიორის გატანისას ბოკალში რამდენიმე მწიფე კენკრა ან სურნელოვანი დარიჩინის ჩხირი მოათავსეთ. დეგუსტაციისთვის მეგობრების დაპატიჟება არ დაგავიწყდეთ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რადგან „საშობაო“ წყალზე მათრობელაა!