ბავშვებისთვის საყვარელი კომბოსტოს ფუნთუშები

1273

კომბოსტოს ფუნთუშები ძალიან გემრიელია, მაგრამ მათი მომზადება საკმაოდ შრომატევადია. საფუარიანი ცომი მოითხოვს დიდ ყურადღებას, ამას პლიუს აუცილებელია შიგთავსის მომზადება. თუ თქვენ ამ ოპერაციების ჩატარება გეზარებათ, მაგრამ ფუნთუშები მაინც გინდათ, ეს რეცეპტი ძალიან მოგეწონებათ.

უნივერსალური კომბოსტოს ფუნთუშები შესანიშნავია საუზმისთვის, ხოლო ლანჩზე ის შეგიძლიათ სუფთან ერთად მიირთვათ. ამ ფუნთუშებს არ გაუჭირდებათ პურის ჩანაცვლება, ამავდროულად ისინი დიდხანს ინარჩუნებენ სირბილეს და სიფაფუკეს.

ინგრედიენტები

  • თეთრი კომბოსტო 200გ
  • წყალი 250მლ
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩასი კოვზი
  • საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.კომბოსტო დაჭერით წვრილად, დაასხით ცხელი წყალი. დაუმატეთ მარილი, შაქარი და მოურიეთ. დატოვეთ 30 წუთით.

2.კომბოსტოს მოაყარეთ საფუარი და ფქვილი, მოურიეთ. მოასხით მზესუმზირის ზეთი და მოზილეთ ცომი. სითბოში დატოვეთ 1 საათით.

3.ცომის მასიდან შექმენით ბურთულები. დაალაგეთ პერგამენტით ამოფენილ საცხობ ფირფიტაზე. ამ მდგომარეობაში გააჩერეთ 20 წუთი.

4.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე და ფუნთუშები გამოაცხვეთ 20 წუთი.

ფუნთუშების უფრო დასარბილებლად, ცოტათი შეწვით კომბოსტო, მას დაუმატეთ სტაფილო და ხახვი. ეს რეცეპტი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებით, მაგალითად კომბოსტო შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სხვა ბოსტნეულით და თქვენივე სურვილით დაუმატოთ სხვადასხვა სანელებლები.