კომბოსტოს ღვეზელები “ბავშვობის გემო”

1222

ვის არ უყვარს ბავშვობის გემოს მქონე ფაფუკი, არომატული და გემრიელი ღვეზელები? დღეს “გასტრონომიას” რედაქცია შემოგთავაზებთ შესანიშნავ უნივერსალურ რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სხვადასხვა ვარიაციებით გამოიყენოთ.

ჩვენი ღვეზელების მოსამზადებლად დაგჭირდებათ საფუვრის ცომი, რომელიც მარხვის დროს კვერცხისა და რძის გარეშე მზადდება.

ინგრედიენტები

  • 250 მლ რძე ან წყალი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 0,5 ჩ.კ. კურკუმა
  • 200 გრ კომბოსტოს მწნილი
  • 1 ს.კ. ტომატის პასტა
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 500 გრ ფქვილი
  • 1,5 ჩ.კ. საფუვრის ფხვნილი

მომზადება

1. გახსენით საფუარი წყალში, დაამატეთ შაქარი და დადგით ცოტა ხნით. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, ზეთი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას სანამ კარგად ამოვა.

2. შიგთავსის მოსამზადებლად მოთუშეთ ზეთში დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კურკუმა.

3. დაუმატეთ ჯერ გახეხილი სტაფილო, შემდეგ კომბოსტოს მწნილი, ბოლოს ტომატის პასტა და 1 ჩ.კ. შაქარი. მოთუშეთ 10 წთ. შიგთავსი მზადაა.

4. ამოსული ცომი დაყავით ნაწილებად, სათითაოდ გააბრტყელეთ, მოათავსეთ თითო ს.კ. შიგთავსი და მოახვიეთ გემოვნების მიხედვით.

5. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე, მოათავსეთ ნაწარმი, დადგით 15 წუთით. წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

6. მზა ღვეზელებს დააფარეთ ხელსახოცი, რათა არ გამოშრეს.

მიირთვით ჩაისთან ან საყვარელ გამაგრილებელ სასმელთან.