სალათი ვაშლითა და ხაჭოთი

1290
Cottage cheese with chives, garlic, dill, cucumber and wholegrain bread slices

ხაჭო და ვაშლი – ეს ორი პროდუქტი ერთმანეთს ძალიან უხდება, ამ ინგრედიენტების მეშვეობით თქვენი კერძი იქნება ჯანსაღი და ამავდროულად გემრიელიც. მაგრამ მათი ჩვეულებრივად მირთმევა ძლაიან მოსაწყენია, ამიტომაც ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ საოცარ რეცეპტს ამ ორი ინგრედიენტის გამოყენებით.

სალათი ხაჭოთი

თქვენ შეგიძლიათ სალათი გააკეთოთ მარცვლეული ხაჭოთი ან გამოიყენეთ ჩვეულებრივი დაბალპროცენტიანი ხაჭო.

ხაჭო – ეს არის საოცრად კარგი პროდუქტი ყველასათვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც სწორად იკვებება. ის მარტივად ერწყმის თითქმის ყველა სხვა პროდუქტს.

სალათი ხაჭოთი გახდება თქვენი საყვარელი კერძი, რომელზეც არასდროს იტყვით უარს, რადგან ის ძალიან კარგია კანისთვის და ამავდროულად დაგეხმარებათ ფიგურის შენარჩუნებაშიც.

ინგრედიენტები

  • 100გ სტაფილო
  • 100გ ვაშლი
  • 30გ ნიგოზი
  • ლიმონის წვენი
  • დარიჩნი
  • თაფლი
  • პიტნა

მომზადება

1.გარეცხეთ და გათალეთ სტაფილო. დაჭერით მსხვილ კუბიკებად. ასევე გარეცხეთ და გათალეთ ვაშლიც, მოაშორეთ თესლი.

2.ჯამში მოათავსეთ ვაშლი, სტაფილო, ნიგოზი და ხაჭო. დაუმატეთ თაფლი, დარიჩინი და ლიმონის წვენი გემოვნებით. თუ ვაშლი ტკბილია მაშინ არ დაუმატოთ დიდი რაოდენობის თაფლი. დარიჩინი კერძს მატებს საოცარ არომატს.

3.ბლენდერის მეშვეობით ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი. დაუმატეთ წყალი იმ შემთხვევაში თუ მასა გამოვა მშრალი.

4.სტუმრის გამასპინძლებმდე შეგიძლიათ გააფორმოთ კერძი. ამისათვის გამოიყენეთ პიტნის ყლორტები. გემრიელად მიირთვით!

ეს სალათი – იმის მაგალითია, რომ სწორად კვება ძალიან გემრიელი შეიძლება იყოს. აუცილებლად მოამზადეთ ასეთი სალათი ბავშვებისთვის, ის გახდება საუზმის განუყოფელი ნაწილი.

ნიგოზი ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას და ერთ ამოცანაზე დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირების უნარს, ხოლო ხაჭო უზრუნველყობს ნოყიერებას.