კომბოსტოს შნიცელი ღუმელში – უგემრიელესი დიეტური ხემსი

1357

წითელი კომბოსტო გემოთი თეთრს ჰგავს, მაგრამ იერსახით უფრო ეფექტურია და ვიტამინების რაოდენობითაც უსწრებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სათანადოდვერ ვიყენებთ ამ ბოსტნეულის შესაძლებლობებს, ერთი-ორი სალათი და მაქსიმუმ მოთუშვა. დროა, გამოვასწოროთ სიტუაცია! “გასტრონომია” გთავაზობთ რეცეპტს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით. გამომცხვარი კომბოსტო ყველით და სუნელებით.

ინგრედიენტები

  • 350 გრ წითელი კომბოსტო
  • 150 გრ ყველი სულგუნი
  • 80 გრ ლორი
  • 3 კბ ნიორი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • ქინძ გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ კომბოსტო, დიდი დანით დაჭერით 2 სმ სისქის რგოლებად. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი და მოათავსეთ კომბოსტო.

2. შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, გატარებული ნიორი, მარილი, პილპილი, მოასხით მასა კომბოსტოს.

3. შედგით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მოათავსეთ კომბოსტოზე დაჭრილი სულგუნი.

4. დაჭერით ლორი, შეწვით ტაფაზე უზეთოდ. მოაყარეთ მზა კერძს ქინძთან ერთად.

აუცილებლად სცადეთ ამ გემრიელი და დიეტური კერძის მომზადება, გაიმრავალფეროვნეთ რაციონი საინტერესო ხემსით!