მხოლოდ 3 ინგრედიენტი. ნიგვზიანი ჰალვის ოქროს რეცეპტი

172

უკვე სცადეთ ჰალვის მომზადება ყველა შესაძლო მეთოდით, მაგრამ მაინც ვერ მიიღეთ იდეალური შედეგი? Gastronomia.ge–ს რედაქცია ამის გამოსწორებაში დაგეხმარებათ. ამ რეცეპტით მომზადებული არომატული ჰალვა თავისი საოცარი გემოთი დაგიპყრობთ.

ამ ტკბილეულის მთავარ ინგრედიენტად მზესუმზირის თესლს არ გამოვიყენებთ. მისგან და სხვა თესლისგან განსხვავებით ძირითადი პროდუქტის ქერქისგან გასუფთავება არც მოგიწევთ. უბრალოდ ნიგოზი ტაფაზე უცხიმოდ მოხალეთ და მზადაა.

არომატული ჰალვა: როგორ მოვამზადოთ

პატარა ხრიკი. კაკლის მასა პასტის მდგომარეობამდე კარგად რომ ათქვეფოთ და მსხვილი გრანულები არ დარჩეს, 2 კოვზი გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ასე დაქუცმაცებული ნიგვზით საჭირო კონსისტენციას ადვილად მიაღწევთ.

ინგრედიენტები:

  • 6 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ წყალი
  • 400 გ ნიგოზი
  • 1 კვერცხის ცილა

მომზადების წესი:

1. ნიგოზი მშრალ ტაფაზე ოდნავ მოხალეთ. პერგამენტზე გადაიტანეთ და გაცივება აცადეთ. ცივი ნიგოზი პასტის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

2. სიროფი მოამზადეთ. პატარა ქვაბში შაქარი ჩაყარეთ და წყალი დაასხით. ქურაზე საშუალო ცეცხლზე დადგით. შაქრის ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად ურიეთ.

3. ცალკე კვერცხის ცილა ფაფუკი ქაფის მიღებამდე ათქვეფეთ. ცხელი სიროფი წვრილად დაუმატეთ, მიქსერით აქტიურად ათქვეფეთ, რომ ერთგვაროვანი ფაფუკი მასა მიიღოთ.

4. თანდათან კაკლის პასტას ცილოვანი ნარევი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

5. ფორმაში პარკი ჩააფინეთ. შესქელებული რძის მსგავსი კაკლის ნარევი ჩაასხით. 6 საათი მაცივარში შეინახეთ.

ჰალვა ფორმიდან ამოიღეთ და პარკი მოაშორეთ. მზა დესერტი დაჭერით და ჩაიზე მისაყოლებლად სუფრაზე გაიტანეთ. ასეთი ტკბილეულის გემო უბრალოდ შეუდარებელია. დესერტს ზღაპრული არომატი და ძალიან სასიამოვნო კონსისტენცია აქვს. პირველი დეგუსტაციის შემდეგ მაღაზიაში ჰალვის შეძენის სურვილს დაკარგავთ. არომატულ ხელნაკეთ ნიგვზიან ჰალვას ხომ ვერ შეედრება.