სალათში ყველაზე მთავარი საკმაზია, სწორედ ეს აძლევს მას განსაკუთრებულ გემოს. ჩვენ გთავაზობთ იტალიური ვარიანტებიდან ერთ-ერთი საუკეთესო საკმაზის რეცეპტს, იტალიელები კარგად ერკვევიან სალათებში.
გემრიელი სალათის კიდევ ერთი საიდუმლო – წვრილად დაჭრილი პროდუქტია. რაც უფრო წვრილად დაჭრით ბოსტნეულს, მით უკეთესად შეერევა ისინი ერთმანეთს და მიიღებთ ერთიან არომატულ კომპოზიციას.
თუ ბოსტნეულს წვრილად არ დაჭრით, შეეცადეთ თანაბრად მაინც დაჭრათ. მაგალითად, თუ ბულგარულ პილპილს თხელ ზოლებად დაჭრით, სტაფილოც იგივენაირად დაჭერით.
სადილი მარტივი პროდუქტებისგან
ინგრედიენტები
- 5 ც პეკინური კომბოსტოს ფურცელი
- 3 ც კიტრი
- 3 ც პომიდორი
- 1 ც ხახვი
- 5 ც ბოლოკი
- 1 ც ბულგარული პილპილი
- 1 კონა მწვანილი
- 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 100 გრ ბერძნული კაკალი
- 1 ს.კ. ვაშლის ძმარი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი
1. იმისთვის, რომ დაჭრილი ბოსტნეული ერთი და იგივე ზომის იყოს, დაჭერით ისინი სამზარეულოს კომბაინით. ის ამ დავალებას იდეალურად გაუმკლავდება.
2. თუ კომბაინი არ გაქვთ, შეეცადეთ კიტრი, პომიდორი, ხახვი, ბულგარული პილპილი და პეკინის კომბოსტო ერთ ზომაზე დაჭრათ. პეკინურის ნაცვლად შეგიძლიათ ჩვეულებრივი თეთრი კომბოსტო ან სალათის ფურცელი გამოიყენოთ.
3. წვრილად დაჭერით ოხრახუში და კამა. სურვილისამებრ დაუმატეთ ქინძი. ყველა სახის მწვანილი თანაბარი პროპორციით გამოიყენეთ.
4. შეწვით კაკალი მშრალ ტაფაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. შემდეგ დააცალკევეთ ისინი. კაკლის 1/3 დანით მსხვილად დაჭერით, 2/3 კი წვრილ ნამცეცებად დააბლენდერეთ.
5. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, ვაშლის ძმარი, შავი პილპილი და მარილი. დაუმატეთ ნიორი და კაკალი. გემრიელი საკმაზი სალათისთვის მზადაა.
6. საკმაზი ზემოდან მოასხით სალათს, სანამ მიირთმევდეთ.
ვიტამინებით სავსე ცოცხალი ბოსტნეული სალათი ძალიან მარტივად მზადდება და ამასთან, ძალიან გემრიელია. იგი სავსეა ბუნებრივი ნივთიერებებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუ დღეში თუნდაც 100 გრ სალათს მიირთმევთ, აღარ მოგიწევთ სინთეტიკური ვიტამინების მიღება.