როგორ მივცეთ ვაშლის ჯემს განუმეორებელი გემო: ორი საიდუმლო ინგრედიენტი

1745

თუ ბაღში ბევრი ვაშლი გაქვთ და არ იცით, რა მოუხერხოთ, მოამზადეთ ჯემი ზამთრისთვის, გვერწმუნეთ, ნამდვილად არ ინანებთ. ზამთრის ცივ დღეებში ხილის სასიამოვნო არომატი ზაფხულს გაგახსენებთ, გაგითბობთ გულს და აგიმაღლებთ განწყობას.

ინგრედიენტები

  • 1,5 კგ შაქარი
  • 1 კგ ვაშლი
  • 300 გრ წითელი მოცვი
  • 150 გრ ბერძნული კაკალი

მომზადების წესი

1. გარეცხეთ ვაშლი და თითოეული შუაზე გაჭერით. ამოჭერით გული და თესლი. შემდეგ კი ვაშლი ლებნებად დაჭერით.

2. ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, ჩაასხით 1 ლ წყალი, მოურიეთ და მოადუღეთ. შემდეგ დამატებით 5 წუთით კიდევ ადუღეთ.

3. მიღებული სიროფი დაასხით დაჭრილ ვაშლს და დაელოდეთ, სანამ ბოლომდე გაცივდება.

4. შემდეგ ვაშლს დაუმატეთ წითელი მოცვი და კაკალი და მოადუღეთ.

5. მზა ჯემი გადაანაწილეთ სტერილურ ქილებში და დაბეჭდეთ.

გემრიელად მიირთვით!