მსუბუქი და არომატული სამარხვო წვნიანი სოკოთი და მაკარონით. დეტალური რეცეპტი ფოტოებით

252

ჩვენმა ოჯახმა მარხვის დაცვა რამდენჯერმე სცადა. ადრე ვფიქრობდი, რომ სამარხვო მენიუ მოსაწყენი და უგემური იყო, ახლა აზრი შევიცვალე. მარხვა შეზღუდვა არაა, არამედ შესაძლებლობა. ახალი პროდუქტები და საინტერესო კომბინაციები შეგიძლიათ სცადოთ. უხორცო კერძების უმეტესობა უფრო გემრიელია, მაგალითად, სოკოს წვნიანი.

არომატული წვნიანი 20-30 წუთში მზადდება, რადგან მასში ხორცის ან ქათმის ბულიონი არაა. სამარხვო სოკოს წვნიანი გემრიელი გამოდის და კუჭს არ ამძიმებს. პირველ კერძად ან დამოუკიდებელ კერძად შეგიძლიათ მიირთვათ. წვნიანს დაუმატეთ ბუტერბროდი, ტოსტი ან გახუხული პური.

როგორ მოვამზადოთ სამარხვო წვნიანი ქამა სოკოთი და მაკარონით

წვნიანის მოსამზადებლად არა მხოლოდ ახალი ქამა სოკო, ასევე ხმელი სოკო შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, ასე წვნიანი საოცრად გემრიელი გამოვა. ნატურალური საზაფხულო არომატი გარანტირებულია!

ინგრედიენტები:

  • 400 გ ქამა სოკო
  • 1 სტაფილო
  • 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1,5 ლ წყალი
  • 1 ხახვი
  • 2 კარტოფილი
  • 2 ს/კ ბოსტნეულის ნარევი

მომზადების წესი:

1. ქამა სოკო გარეცხეთ, გაამშრალეთ და ნაჭრებად დაჭერით. ტაფაზე მზესუმზირის ზეთი გააცხელეთ და სოკო შეწვით.

2. ხახვი კუბებად დაჭერით, სტაფილო – ზოლებად. ბოსტნეული სოკოს დაუმატეთ და დარბილებამდე შეწვით.

3. წყალი დაასხით და ბულიონი ადუღებამდე მიიყვანეთ.

4. კარტოფილი გათალეთ და კუბებად დაჭერით. ბოსტნეული ბულიონს დაუმატეთ და 5 წუთი ხარშეთ.

5. მაკარონი და ბოსტნეულის სანელებლები დაუმატეთ. წვნიანი კიდევ 4 წუთი ხარშეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ და კერძი გააჩერეთ.

სოკოს წვნიანის მოსამზადებლად არა მხოლოდ ბოსტნეულის ნარევი, არამედ სხვა სანელებლები შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაჟინებით გირჩევთ, სანელებლებში არ გადააჭარბოთ, რომ მზა კერძში სოკოს გემო იგრძნოთ. როგორც ხედავთ, სამარხვო წვნიანის მომზადებას დიდი დრო ან ძვირადღირებული ინგრედიენტები არ სჭირდება. ყველაფერი მარტივი და სწრაფია!