როგორ მოვამზადოთ კიტრის მწნილი ნივრით, პოლონური მეთოდით

1803

იმისათვის, რომ დიასახლისებს ცხოვრება გავუადვილოთ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კიტრის მწნილის რეცეპტს პოლონური მეთოდით. მწნილი ხრაშუნა და საოცრად გემრიელი გამოდის, ამაში თავადაც დარწმუნდებით, როდესაც არ რეცეპტით მოამზადებთ კიტრის მწნილს. მის მოსამზადებლად არც სუპერძალისხმევა გჭირდებათ და არც სუპერპროდუქტი.

კიტრის მწნილი პოლონურად

ინგრედიენტები

  • 2 კგ კიტრი
  • 0,5 ლ ადუღებული წყალი (თბილი)
  • 0,5 ს.კ. მცენარეული ზეთი
  • 0,5 ს.კ. შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 1 ს.კ. შავი პილპილი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 5-6 კბილი ნიორი

მომზადების წესი 

1. პირველ რიგში, გამდინარ წყალში კარგად გარეცხეთ კიტრი, შემდეგ კი ცივ წყალში გააჩერეთ 2 საათით.

2. ახლა დაჭერით კიტრი ნაჭრებად ან კუბებად და ჩაყარეთ ქვაბში.

3. მოამზადეთ მარინადი: ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს წყალი, მცენარეული ზეთი, მარილი, შაქარი, პილპილი და ძმარი. კარგად მოურიეთ, შემდეგ კი ჩაყარეთ მასში დაჭყლეტილი ნიორი და კვლავ მოურიეთ.

4. დაასხით მარინადი დაჭრილ კიტრს, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 2 საათით, რომ ბოსტნეულმა სითხე გამოიღოს, ოღონდ, მოურიეთ მას ყოველ ნახევარ საათში.

5. ჩაალაგეთ კიტრი ქილებში რაც შეიძლება მჭიდროდ და გადაანაწილეთ მარინადი.

6. ქილებს დაახურეთ თავსახური და მოათავსეთ ქვაბში სტერილიზაციისთვის 10-15 წუთით. მოხუფეთ ქილები, შემდეგ კი ჩააბრუნეთ და შეფუთეთ თბილ ადეალაში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება.

მოამზადეთ კიტრის მწნილი ზამთრისთვის ამ მეთოდით, იგი ძალიან ხრაშუნა, გემრიელი და რბილი გამოდის.