ბასკური პეროგი შოკოლადით და ბალით – თანმიმდევრული ნაბიჯი რეალური ფოტოებით.

1539

ბასკური პეროგი – არის ტკბილი ცომით დამზადებული ნაზი პეროგი, მოხარშული კრემისა და ბალის სხვადასხვა ვარიაციის შიგთავსით. ამ რეცეპტში გამოყენებულია პიერ ერმეს, კრემში ცოტაოდენი შოკოლადის, ხოლო ცომში კაკაოს ფხვნილის დამატების იდეა. შედეგად ვღებულობთ ძალიან არომატულ პეროგს, რომელიც მოსწონს ყველას გამონაკლისების გარეშე.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 300 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 2 სუფრის კოვზი რომი
  • 120 გრამი ზეთი
  • 25 გრამი კაკაოს ფხვნილი
  • 1 ქათმის კვერცხი (რჩეული)
  • 1 კვერცხის გული
  • 100 გრამი შაქრის პუდრა

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 4 კვერცხის გული
  • 40 გრამი შაქრის პუდრა
  • 400 მლ. რძე
  • 40 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
  • 60 გრამი შავი შოკოლადი
  • 100 გრამი ნუში

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:

  • 150 გრამი გაყინული ბალი
  • 100 გრამი შაქარი
  • 100 გრამი წყალი

მომზადების წესი:

1. მოხარშული კრემის მოსამზადებლად კვერცხის გული, შაქარი და ფქვილი აზილეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. რძეში ჩაამატეთ შაქარი, ვანილი და მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე.

3. ჩაასხით ცხელი რძე კვერცხის გულებში, ენერგიულად მოურიეთ. გადმოასხით ნაზავი უკან ქვაბში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, მორევით – ნაზავის შესქელებამდე.

4. გააგრილეთ კრემი 60°-მდე და დაუმატეთ შოკოლადის ნატეხი. გადაურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება და მიიღებთ გლუვ ბრწყინვალე მასას.

5. დაუმატეთ კრემს ნუში და გააცივეთ.

6. გულსართისთვის ხარშეთ სიროფი 100 გრამი შაქარით და 100 გრამი წყალით, დაასხით სიროფი გაყინულ ბალს. ადროვეთ გალღობა 1-2 საათით.

7. ცომისთვის შეურიეთ ყველა ინგრედიენტი გარდა ფქვილისა და მიიღეთ გლუვი მასა.

8. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი მოზილეთ ფაფუკი ცომი. გაყავით ის ორ ნაწილად (ერთ მესამედად და ორ მესამედად),ორივე მათგანი გაახვიეთ პლიონკაში და შეინახეთ მაცივარში 1 საათით.

9. ცომის დიდი ნაწილი გააბრტყელეთ ფქვილიან მაგიდაზე 3-4 მილიმეტრის სისქემდე, გადაიტანეთ ფორმაში და უმალ(ცომი რომ არ დაიხეს) დაფარეთ ცომით ძრო და კიდეები. ზემოდან ზედმეტი ცომი შემოაჭერით.

10. დაასხით ცომს მომზადებული კრემის ნახევარი, შემდეგ ბალი, შემდეგ ისევ კრემი.

11. ცომის დარჩენილი ნაწილი გააბრტყელეთ და დააფარეთ ფორმას. დისკური დანით შემოაჭერით კიდეები ფორმის ზომების შესაბამისად. ხის ჩხირებით ჩახვრიტეთ ცომი ორთქლის ამოსასვლელად.

12. გამოაცხვეთ პეროგი 40-45 წუთის მანძილზე ღუმელში 180 °С-ზე.

გამოდგით ქურიდან და დაჭერით მხოლოდ სრულად გაცივების შემდეგ.