როგორ მოვამზადოთ იტალიური ომლეტი

2069

მათთვის, ვისაც სურს შეიგრძნოს ნამდვილი იტალიური გემო, ჩვენ მოვამზადეთ შესანიშნავი რეცეპტი! იტალიური ომლეტი ფრიტატა ტრადიციული კერძია, რომელიც იტალიის და მისი კულტურის ყველა მოყვარულმა უნდა გასინჯოს.

ინგრედიენტები

  • 4 ც კვერცხი
  • 100 გრ სოსისი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 30 გრ ყველი
  • 3 ც კარტოფილი
  • 1 ც ხახვი
  • მარილი, პილპილი და მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი 

1. პირველ რიგში, მოხარშეთ კარტოფილი. სანამ იგი იხარშება, დაჭერით ხახვი რგოლებად, ხოლო ბულგარული პილპილი-კუბებად.

2. კუბებად დაჭერით სოსისი. გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეთი და ხახვი და ბულგარული პილპილი კარგად შეწვით. 5 წუთი საკმარისი იქნება.

3. შემწვარ პილპილს და ხახვს დაუმატეთ მოხარშული კარტოფილი და შეწვით, რომ გახდეს ოქროსფერი. შავი დაფქული პილპილი და მარილი დაუმატეთ გემოვნებით.

4. ღრმა თეფშში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ კუბებად დაჭრილი სოსისი.

5. საცხობ ლანგარზე ჯერ შემწვარი ბოსტნეული მოათავსეთ, ზემოდან კი ათქვეფილი კვერცხი მოასხით, სოსისთან ერთად. გამოაცხვეთ ომლეტი 15 წუთის განმავლობაში, 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

იტალიური ომლეტი ბულგარული პილპილით მზადაა! მოაყარეთ ზემოდან დახეხილი ყველი და დააგემოვნეთ კლასიკური იტალიური კერძი. გემრიელად მიირთვით!