ქათმის ხორცი ბავშვობის გემოთი: ბარკლები “დიუშესი” ტკბილ-მჟავე სოუსით

1087

“დიუშესის” გემო ბევრს ახსოვს ბავშვობიდან, მაგრამ ცოტა ვინმე თუ უკავშირებს მას გარდა გაზიანი სასმელის ან უბრალოდ ტკბილი მსხლისა. არადა, კრიტიკოსები საუკეთესო შეხამებად მიიჩნევენ ხორცისა და მსხლის ნაზავს. ტრადიციულად, კლასიკური იხვის ხორცია, მაგრამ სინაზით ის ქათმის ხორცს ვერ შეედრება. “გასტრონომია” წარმოგიდგენთ ქათმის ბარკლებს მსხლის სოუსში.

ხილის მჟავა არბილებს ხორცს, შაქარი კი კარამელიზებას ახდენს და ინარჩუნებს სინოტივეს.

ინგრედიენტები

  • 6 ც ქათმის ბარკალი
  • 4 ც მსხალი
  • 2 ც ხახვი
  • 60 მლ ზეთი
  • 30 გრ ჯანჯაფილი
  • 340 მლ წყალი
  • 50 გრ კარაქი
  • 100 გრ ყავისფერი შაქარი
  • 0,5 ჩ.კ. ქარი
  • 0,5 ჩ.კ. პაპრიკა
  • 0,5 ჩ.კ. თეთრი პილპილი
  • 1 ც დარიჩინი
  • 0,5 კონა ქინძი

მომზადება

  1. შეურიეთ მარილი, პაპრიკა, 50 გრ შაქარი, ქარი და თეთრი პილპილი. დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დატოვეთ ცოტა ხნით.
  2. დარჩენილი შაქარი, წყალი და კარაქი დაადნეთ. დაუმატეთ გათლილი და დაჭრილი მსხალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში.
  3. ღრმა ტაფაში ან ნებისმიერ მოხერხებულ ფორმაში, რომელიც შემდგომ გამოსაცხობად გამოადგებათ, მოთუშეთ დაჭრილი ხახვი ზეთში. დაალაგეთ ხორცი და მოამზადეთ 10 წთ.
  4. შეკარით ერთად დარიჩინი, ქინძი და ჯანჯაფილი, დაუმატეთ ხორცს. დაასხით მდუღარე სუნელებით და მოთუშეთ 10 წთ განმავლობაში ნელ ცეცხლზე.
  5. დაამატეთ მსხალი წვენთან ერთად, შეახვიეთ ფორმა ფოლგაში და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.

საუცხოო კერძი მზადაა! ის სადღესასწაულო სუფრასაც დაამშვენებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!